”უმჯობესია სახეზე გქონდეს ნაოჭი, ვიდრე წინდაზე”, - ასე ამბობდა ლეგენდარული მარლენ დიტრიხი და ამით იმის თქმა სურდა, რომ ქალი მუდამ მოწესრიგებული უნდა იყოს. გთავაზობთ ამ საოცარი ქალის სილამაზის რეცეპტს, რომლის წყალობითაც მან სიბერემდე შეინარჩუნა ნაზი კანი.
მარლენ დიტრიხის კრემი - ”გედის ბუმბული”
ათქვიფეთ კვერცხის ცილა, შეურიეთ 1 ჭ არაჟანი (20-25%), მომცრო ლიმონის წვენი, 50 გ არაყი და 1 ს/კ გლიცერინი.
ეს ნაზავი შხაპის ან აბაზანის შემდეგ სახეზე და სხეულზე დაიდეთ.
გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.