ფოტოები ანა ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის ხელისმოწერის ცერემონიიდან - Marao

ფოტოები ანა ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის ხელისმოწერის ცერემონიიდან

2019-10-15 19:19:46+04:00


ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასტერშეფმა კონსტანტინე თედელურმა და მსახიობმა ანა ჩირაძემ უეცრად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხელი მოეწერათ.

ისინი ამ დროს თელავში იმყოფებოდნენ და მეჯვარეებიც სპონტანურად აირჩიეს.

მეჯვარეები ეკა ჩხეიძე და ქეთი დევდარიანი იყვნენ. გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც მათ ოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

როგორც ხედავთ, მათ გვერდით ბაია დვალიშვილი და ირინა ონაშვილიც იმყოფებოდნენ.

მშვენიერ წყვილს გაბედნიერებას უამრავი ადამიანი ულოცავს.

"სასწაული ამბავია", "მიყვარს უეცარი გადაწყვეტილებები"- წერენ გულშემატკივრები.

marao.ge-ს ადმინისტრაცია უერთდება მილოცვებს და ცოლ-ქმარს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.