თუკი არ მეგობრობდით გეომეტრიასთან სკოლის პერიოდში, წლევანდელ შემოდომაზე ამის გამოსწორების საშუალება მოგეცემათ, ვინაიდან ტრაპეციის ფორმის ჩანთები იპყრობს არაერთ პოდიუმსა და კოლექციას.

გეომეტრიული ფიგურები - ტრაპეციები ნამდვილი აღმოჩენაა და დიდი წარმატება მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს დიდხნიან მოდურ ნივთებში ინვესტირებას. წლევანდელ შემოდგომაზე ასეთი ფორმა პიკშია, თუმცა მას ვერ ვუწოდებთ მოდიდან მარტივად გარდამავალ ტრენდს.

Céline Clasp-ის რეტროფორმის ჩანთა-ტრაპეციები გამოჩენის დღიდან უნივერსალური კლასიკის სახელს არავის უთმობს. დღესდღეობით ახალი ვარიაციების ძებნა მოგიწევთ Balenciaga-ს, Valextra-ს, Hunting Season-ის, Gucci-ს, Givenchy-ს კოლექციებში. ეს ჩანთები უხდება როგორც მკაცრ კოსტიუმებს, ლამაზ კაბებს, ასევე ჩვეულებრივ ტომრისმაგვარ ჯინსებსაც კი.






წყარო