"მარაოს" დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მამაკაცების თვალით დანახულ ისეთ ქალურ ქცევებზე, რომელთა ატანა და პატიებაც მათი მხრიდან შეუძლებელია. ბლოგერი მამაკაცების მოსაზრებები ქალების მომაკვდინებელ ცოდვებზე.
რა ავტომობილი გყავს? ბინა გაქვს? ქურქს მიყიდი?
- ვერავინ დაასკვნა, თუ საიდან ხვდება ლამაზი სქესის წარმომადგენლებში მრუდე სარკის ნამსხვრევები, მაგრამ თუკი მოხვდა, მაშინ სრულდება ყველაფერი: მერკანტილურ ქალბატონებს კაცის დანახვა აღარ ძალუძთ, ხედავენ მხოლოდ უსუსურსა და ღარიბ ადამიანს. ამ დროს იწყება მესამე კატეგორიის მამაკაცზე ოცნება, მამაკაცზე, რომელიც მოვა და ფულში "აბანავებს", თუმცა ბედნიერება ამ დროს თითქმის ნულის ნიშნულს უტოლდება, მაგრამ ეს არ ქმნის მისთვის წინაღობას. ამ დროს რჩება მხოლოდ წუწუნი და მოთხოვნების უზარმაზარი სია: ტელეფონი გამიტყდა, ახალი მჭირდება; ვერ წამოვალ, იმიტომ, რომ არ მაქვს შესაფერისი კაბა; ნორმალურ ადამიანებს ქორწილი ბალიზე აქვთ, ახალი ქურქი მჭირდება... ამ დროს კი მამაკაცი უბრალოდ იღლება და საბოლოოდ დაგისვამთ კითხვას: "საფულე თუ ცხოვრება?"
ძვირფასო, უშენოდ არ შემიძლია!
- ძალიან სასიამოვნოა მამაკაცისთვის საყვარელი ქალისგან თბილი სიტყვების მოსმენა, თუმცა მანიაკალური მიჯაჭვულობა მათ ჩიხში ამწყვდევს და ჰგონიათ, რომ საყელურიანი ძაღლები არიან, რომელიც პატრონს მუდამ უნდა მოეფეროს, გაართოს. ერთ დღესაც, როდესაც მამაკაცს სიყვარულის გაცემის ძალები აღარ ექნება, ქალი მიატოვებს და წავა მასთან, ვინც ამ ყველაფერს ჩაანაცვლებს. საბოლოოდ კი, როგორც მამაკაცები ამბობენ, მათგან რჩება გათავისუფლებული, ბედნიერი და მენტალურად ხეიბარი ნახევარი პიროვნება.
საიდან ვიცი, როგორ გადავიხადო ბინის ქირა?
- რა თქმა უნდა, ამას ადრე დედამისი აკეთებდა, ახლა კი ეს მამაკაცს გადააბარა: გადასახადების გადახდა, ხელოსნის გამოძახება, ვიზისთვის აუცილებელი საბუთების შეგროვება, ბავშვის ბაღში დარეგისტრირება, საყიდლებზე სიარული და კიდევ უამრავი რამ, რაც ქალს არ ძალუძს გააკეთოს დამოუკიდებლად, ის ხომ ნაზი ყვავილია და არსებობის გარდა, არაფრის კეთების უნარი არ შესწევს. ეს მამაკაცებს სინამდვილეში ძალიან აღიზიანებთ. შესაბამისად, ადრე თუ გვიან ყელში ამოუვათ და მოითხოვენ ურთიერთობის დასრულებას.
შენმა შვილმა გოგოსთან იჩხუბა!
- "ჩემი შვილი! ვაშა, ბიჭი მყავს! ადრე ის არ არსებობდა, თითქოს მისი შვილი იყო მხოლოდ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მანდოს. მე ხომ ყველაფერს გავაფუჭებ, ვაბანავებ მდუღარეში, ვაჭმევ "ფასტ ფუდებს", დავკარგავ სავაჭრო ცენტრში, ვასწავლი ცუდს. ის დედაა და მე კიდევ ყოველთვის გვერდს ვუვლიდი, მაგრამ როგორც კი ბავშვი წამოიზარდება და იწყებს ცელქობას, წესების დარღვევას, წამსვე ჩემი შვილის სტატუსს უბრუნდება. ყველაფერში ხომ მე ვარ დამნაშავე. გარდა იმისა, რომ ცუდი გენოფონდი გადავეცი, ამასთანავე, არც აღმიზრდია. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, მაგრამ ერთი წუთით, მე ხომ არც მიშვებდი ბავშვთან კომუნიკაციისთვის? ოჰ, საკმარისია..."
მივცემ - არ მივცემ
- "მანიპულაცია სექსით - ყველაზე საშინელი ცოდვაა. მამაკაცების მოსაზრებით, სექსის, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტის გამოყენება - კატასტროფას უდრის. თუმცა ის დამჯერად მიემართება დივნისკენ, იქამდე, სანამ არ დაპატიჟებთ საწოლში. თუკი მუდამ უარზე იქნებით და დაუწესებთ დღეებს სექსისთვის, მაშინ ის სხვისკენ გაიწევს".
შენ ვალდებული ხარ ჩემთან, იმიტომ, რომ მე ფერია ვარ
- "ყველაფერში ვალდებული ხარ მასთან, ფინანსებით დაწყებული. უნდა გაართო იმისათვის, რომ არ მოიწყინოს; მოუარო იმიტომ, რომ გოგოა; ნებისმიერ დროს უნდა მოეფერო და მიხედო. შენი, როგორც მამაკაცის მისიაა, სულ მის კმაყოფაზე იარო. არადა, ის გაჩნდა იმისათვის, რომ გაალამაზოს შენი ცხოვრება. ამ დროს ის როგორ იქცევა? მხოლოდ ფერიის ფრთებს აფახუნებს...
მე შენ შეგცვლი: მოგივლი, მოგაწესრიგებ - გახდები ნორმალური ადამიანი
- ბევრ ქალს ჰგონია, რომ კაცი უნდა შეცვალოს იმიტომ, რომ ის გაუთლელია, სჭირდება მოვლა-პატრონობა. არა, შეჩერდი! სინამდვილეში ასე არ არის. მამაკაცს მოსწონს ის, რომ არ აქვს დიდი გარდერობი, უყვარს თავისი უსაქმური ძმაკაცები, არ უნდა სულაც 5-მეტრიანი შარფით სიარული. საკმარისია, ცოტა გამოიხედე მისკენაც!
წყარო