2020 წლიდან ჩვენ დავემშვიდობებით ხელოვნურ წარბებს და მკაცრ კონტურებს, რომლებმაც მოდის ბლოგები, სოციალური ქსელები და მთლიანად მოდური ინდუსტრია მოიცვა.
მბზინავი, მკაფიო ფერები, ნეონის ტუჩები და „ცოცხალი რუმიანა“ - აი, ასეთი იქნება 2020 წლის მოდური მაკიაჟი, რომელიც არა მარტო მაღალი მოდის პოდიუმებს შეძრავს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შემოიჭრება.
ხარისხიანი დამატენიანებელი - შესანიშნავი სტარტია დასაწყისისთვის. შემდეგ უნდა შეარჩიოთ შედარებით ბუნებრივი ტონალური ბაზა, რომელიც სახეს ჯანსაღ ფერს მიანიჭებს.
2020 წელს, ფერების მრავალფეროვანი ტონალობებია მოდაში. მონოქრომული ფერები და „უმაკიაჟო სახე“ უკანა პლანზე იხევს. ეს არის წელი, რომ თვალის ჩრდილების მკვეთრი პალიტრით და გიჟური ფერების ტუჩსაცხით იექსპერიმენტოთ.
ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ვეგანური კოსმეტიკა. იგი არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, პარაბინებს, თუ სხვა ქიმიურ ნივთიერებებს და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება. მნიშვნელოვანი ტენდენციაა ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბიუთი ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები სულ უფრო და უფრო ცდილობენ შეამცირონ თავიანთი მავნე ზემოქმედება გარემოზე და მომხმარებელს ბუნებრივი კოსმეტიკის არჩევანი შესთავაზონ.
Distillery - კომპანია Avon-ის ახალი ბრენდია, რომელიც მოიცავს სახის მოვლის საშუალებებს და დეკორატიულ კოსმეტიკას. ის გვთავაზობს სუფთა, ნატურალურ და ძლიერ ფორმულებს, რომლებიც შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრენდი ერთ-ერთი პირველია ქართულ ბაზარზე, რომელიც სრულად ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქციას გვთავაზობს.
შენი სილამაზის საწყისები - ასეთია ამ ბრენდის მოწოდება იმ მომხარებლებისთვის, რომელთაც არა მხოლოდ ხარისხიანი, ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებების მოხმარება სურთ, არამედ უნდათ, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს, გაიზიარონ ის ეკო-ფოლოსოფია, რაც ამ ბრენდს აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Distillery-ის არცერთი პროდუქტი არ გადის ტესტირებას ცხოველებზე და მათი შეფუთვა არის სრულად გადამუშავებადი.
ყველაზე ცნობილმა ვიზაჟისტებმა და პროფესიონალებმა მაკიაჟის სფეროდან, რომლებიც ისეთ პოპულარულ ვარსკვლავებთან და მოდელებთან მუშაობენ, როგორებიცაა: ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კამილა კაბელიუ და სხვები, უკვე ისაუბრეს, თუ როგორი მაკიაჟით შეგიძლიათ მოიწონოთ თავი 2020 წელს.
"დააკლიკეთ" პროდუქციაზე გამოსახულ ნიშნებზე და წაიკითხეთ Distillery-ის პროდუქტების ანოტაციები.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ვეგანური ბრენდი Distillery ბუნებრივი შემადგენლობების გარდა, სწორედ 2020 წლის მაკიაჟის ტენდენციების შესაბამის თამამ, კაშკაშა და მკვეთრ პალიტრებს გვთავაზობს. ვეგანური კოსმეტიკის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ახალგაზრდები ავლენენ, რადგანაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება გარემოზე ზრუნვა, ჩვენი ბუნების დაცვა, ზრუნვა ცხოველებზე და ჩვენი მავნე გავლენების შემცირება.
ასე რომ თუ გსურთ არ ჩამორჩეთ მაკიაჟის თანამედროვე ტენდენციებს, ბუნებრივი ინგრედიენტებით გამოკვებოთ თქვენი კანი და ამავდროულად იზიარებთ Distillery-ს ეკო-ფოლოსოფიას, Avon-მა ის სწორედ თქვენთვის შექმნა და გახადა ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი.