არცთუ ისე ცოტა ხანია, რაც ბრაზილიური და მექსიკური სერიალები თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლა, რომელსაც როგორც საქართველოში, ისევე მსოფლიოში, მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
დღეისათვის თურქულ სერიალებს 50-ზე მეტ ქვეყანაში უყურებენ. ყველაზე დიდი პოპულარობით არაბულ ქვეყნებში სარგებლობს. განსაკუთრებით ცნობილი და საყვარელი კი რამდენიმე სერიალია.
თურქული საპნის ოპერების ინდუსტრიით Netflix-იც დაინტერესდა და ათეპიზოდიანი დრამა ოსმალეთის იმპერის ისტორიისა და ლეგენდების მიხედვით გადაიღო. როგორც ამბობენ, ინსპირაციის წყარო მსოფლიოში ცნობილი თურქული სერიალი “დიდებული საუკუნე” გახლდათ.
ბოლო პერიოდში რამდენიმე თურქული სერიალია პოპულარული. მათ ახალ ეპიზოდებს ქართველი მაყურებელი სატელევიზიო სივრცესა თუ ონლაინსტრიმებზე განსაკუთრებული მღელვარებით ელოდება.
წარმოგიდგენთ movie.ge-ს პოპულარულ სერიალებს, რომლებიც ქართველი მაყურებლებისთვის განსაკუთრებით საყვარელი და საინტერესოა. ზოგიერთი უკვე დასრულდა, თუმცა ინტერესი მათ მიმართ მაინც არ წყდება.

“ერთხელ ჩუხუროვაში” მოგვითხრობს შეყვარებული წყვილის ისტორიას, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, ქალაქიდან შორს გაიქცნენ და თავი შეაფარონ ერთ-ერთ სოფელს, სადაც თავს და-ძმად ასაღებენ. გოგონა მემამულეს შეუყვარდება, რის შემდეგაც მრავალსერიანი დრამის მეტად რთული და მძიმე თავგადასავალი იწყება.

მთავარი მოქმედი გმირების – ქუზგუნისა და დალას სიყვარულის ისტორიას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და ის ბავშვობიდან მომდინარეობს. მათი მამები პოლიციელები იყვნენ, თუმცა ერთხელაც დალას მამა ღალატს გადაწყვეტს. ის კვდება, როგორც მოღალატე, მისი ოჯახი კი ქვეყნიდან მიდის და ახალ ცხოვრებას იწყებს. 20 წლის შემდეგ კი ქუზგუნი შურის საძიებლად ბრუნდება.

რთული გზის გავლის შემდეგ, რომელიც დამნაშავეთა სამყაროდან თავის დაღწევის მცდელობამ გამოიწვია, იამაჩი სტამბოლში ბრუნდება და ახალ ცხოვრებას, მუსიკოსის ამპლუაში იწყებს. თუმცა აქ, მისი პოპულარობის ზენიტში, გაიცნობს გოგონას, რომელიც მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი და ყველაფერი თავიდან იწყება.
გაგრძელება