ჩვენ შევარჩიეთ 5 ფილმი, რომელიც ქალების მეგობრობას ეხება და მაღალი რეიტინგით სარგებლობს. საუკეთესო მეგობარი ცხოვრებაში დიდ იმედს ნიშნავს. მოდი, ერთად გადავხედოთ ტოპ-ფილმებს, რომლებიც გულდაწყვეტილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
ულამაზესი მძარცველი გოგონები ერთიანდებიან. მათი სილამაზის მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩება. განათლებული ევროპელის და უხეში მექსიკელის ტანდემი.
მთავარი სამიზნე ველური დასავლეთის ბანკებია, მიზანი კი - სამართლიანობის აღდგენა.

რა მოხდება მაშინ, თუ სამი ქალი სხვადასხვა დროს აღმოაჩენს, რომ ერთი და იგივე მამაკაცი ღალატობთ? ეს არის ფილმი, რომელიც ნამდვილი მეგობრობის ძალას გაჩვენებთ და ამავდროულად, სახალისო მომენტებით შეეცდება თქვენ გაღიმებას.

კომედია და მელოდრამა - ეს ორი ჟანრი ამ მშვენიერ ფილმში ერთიანდება.
ორი საუკეთესო მეგობარი ერთმანეთს წაეჩხუბება და საშინელ ბრძოლას გამართავს. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მათი ქორწილი ერთსა და იმავე დღეს უნდა გაიმართოს.

ზოგისთვის კარგად ნაცნობი, ზოგისთვის კი, სიძველის მიუხედავად, ახალი. ფილმი, რომელიც დაუჯერებელ მეგობრობაზე მოგვითხრობს. სავსეა იუმორით, რეალისტური ამბებითა და ნიჭიერებით. მთავარი როლის შემსრულებლები ნამდვილად უბადლო მსახიობები არიან.

მთავარ გმირს, ენის, ქაოსური ცხოვრება აქვს, მაგრამ როდესაც გაარკვევს, რომ მისი ბავშვობის მეგობარი დანიშნულია, გააცნობიერებს, რომ ვალდებულია, მისი მეჯვარე იყოს. ჩაივლის თუ არა ქორწილი იდეალურად მაშინ, თუ მეჯვარედ გულგატეხილი ქალი აირჩიეს?
