ყავის უგემრიელესი ფენქეიქი - Marao

ყავის უგემრიელესი ფენქეიქი

2020-07-19 10:37:24+04:00


ინგრედიენტები:

  • 250 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 30 გ ნაღების კარაქი
  • 240 გ ფქვილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ ხსნადი ყავა
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

  1. შეურიეთ ფქვილი, შაქარი, ყავა, გამაფხვიერებელი და მარილი.
  2. დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ რძე და კვერცხი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. გააერთიანეთ ორივე მასა. ათქვიფეთ.
  4. ცხელ, მშრალ ტაფაზე დაასხით ჩამჩით ცომი და როგორც კი ბუშტები გაუჩნდება, - გადააბრუნეთ.
  5. მოასხით საყვარელი სოუსიю მთავარია, რომ მან ყავის არომატი არ ჩაახშოს.

გემრიელად მიირთვით!