რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომ მსახიობი ანი ჩირაძე დაოჯახდა. მისი მეორე მეუღლე პროექტ „მასტერშეფის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი კონსტანტინე თედელურია. წყვილი რამდენიმე თვეა შეყვარებულია და საბოლოოდ მათი სიყვარულის ისტორია დაოჯახებით გაგრძელდა.

ანი ჩირაძის პირველი ქმარი ზეზვა ცისკარიშვილი გახლდათ, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის ვაჟი. წყვილს საერთო შვილი ნიცა ცისკარიშვილი ჰყავს.

ანისთან ქორწინებამდე დაოჯახებული იყო შეფი კონსტანტინე თედელურიც. მისი ყოფილი ცოლი მსახიობ თამუნა ნიკოლაძის და - პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი სონია ნიკოლაძე გახლდათ. კონსტანტინეზე გათხოვების შემდეგ სონია ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად.
„ბერლინში არ ვმუშაობდი. ძირითადად, გართობაზე ვიყავი გადართული. პარალელურად, ენასაც ვეუფლებოდი. თბილისში არასდროს მომივიდოდა აზრად გერმანული ენის შესწავლა. ამ პერიოდმა უპირველესად ის მომცა, რომ ცხოვრებაში პირველად დავრჩი საკუთარ თავთან მარტო. მეუღლე სულ მუშაობდა და ხშირად მიწევდა მარტო ყოფნა...“ - ჰყვებოდა სონია „ბომონდთან“ ინტერვიუში. გაგრძელება