ტოპ 5 ვიდეოთამაში, რომელიც თინეიჯერებში ყველაზე პოპულარულია - Marao

ტოპ 5 ვიდეოთამაში, რომელიც თინეიჯერებში ყველაზე პოპულარულია

2019-11-18 11:40:15+04:00


თამაშების სამყარო გასაოცარია. თითოეული მათგანი განსხვავებულ პერსონაჟებსა და ისტორიას გვთავაზობს. ჩვენ წარმოგიდგენთ ტოპ-ხუთ თამაშს, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.

სტატია დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში და საინტერესო ინფორმაციის გაგებაში.

1. fortnite

შეიქმნა: 2017 წელს

აღწერა: მოქმედება კუნძულზე ხდება, სადაც 100 ადამიანი მოხვდება. ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის და გამარჯვებული ის იქნება, რომელიც 99 მოთამაშეს დაამარცხებს. მოთამაშეებს აქვთ თავიანთი შენობები, სადაც ინახავენ საბრძოლო იარაღებს და ესხმიან თავს მოწინააღმდეგეებს. ეს თამაში ძალიან ჰგავს სტრუქტურით “THE HUNGER GAMES”-ს, მაგრამ აქ სწრაფი ტემპით მოქმედებაზე მეტად, სტრატეგიული აზროვნებაა აუცილებელი. მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ, თუ რა რეჟიმში სურთ თამაში: დამოუკიდებლად, წყვილად თუ გუნდში. არსებობს ჩათი, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს ეკონტაქტებიან თამაშის დროს. შეგიძლია არასასურველი პიროვნება დაბლოკო.

ასაკი: PGEI რეიტინგი 12+ა, მაგრამ ანგარიშის შექმნისას ასაკი არ არის მოთხოვნილი.

მომხმარებელი: 125 მილიონი მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით.

გადმოწერა: თამაში არის უფასო და შეგიძლიათ შექმნათ „ექაუნთი“ - EPIC GAMES. შეგიძლიათ გამოიყენოთ facebook და google ექაუნთები, ან შექმნათ ახალი ექაუნთი.

თამაშის დაწყებისთვის და “BATTLE BUS"-ის გადასვლისთვის თქვენ უნდა გადმოწეროთ EPIC GAMES. ამ პროცედურების გავლის შემდეგ აირჩევთ საკუთარ გენდერსა და ავატარს. შეგიძლიათ მეგობრებიც დაამატოთ და გუნდურად ითამაშოთ.

2. minecraft

შეიქმნა: Mine craft შვედმა პროგრამისტმა მარკუს პერსონმა შექმნა 2011 წელს. თამაშმა ძალიან კარგი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან. თამაში არის 56 ენაზე.

აღწერა: ყველაფერი აწყობილია ბლოკებისგან (კუბებისგან) და ამ ბლოკებზე ზემოქმედებს მოთამაშე. თამაშს არ აქვს მიზანი და წესები, მოთამაშეს შეუძლია შექმნას ისეთი სამყარო, როგორიც სურს, ბლოკების დადება-დამსხვრევით, აირჩიოს თამაშის სასურველი სტრატეგია, ააშენოს ფერმა, მაღარო და ასე შემდეგ. შეგიძლია ითამაშო დამოუკიდებლად და ასევე გუნდურადაც. მოთამაშეს აქვს სიცოცხლე, რომელიც ეცლება სხვადასხვა დაზიანების დროს: დავარდნის, მონსტრების შეტევის, მოწამვლის, ალის მოდების და სხვა დაზიანებების დროს. სიკვდილის დროს ყველა ნივთი იყრება სიკვდილის ადგილას, მოთამაშე კი ჩნდება თავდაპირველი გაჩენის ადგილას. ასევე, მოთამაშეს აქვს შიმშილის "გრაფა", რომელიც დროთა განმავლობაში იცლება. ის შეიძლება აღდგეს კვებით.

ასაკი: +7-დან

მომხმარებელი: 200 მილიონზე მეტი, 2019 წლის მონაცემებით.

გადმოწერა: არსებობს ჩვეულებრივი და კლასიკური ვერსია. ჩვეულებრივი ვერსია ღირს 24 დოლარი. კლასიკურ ვერსიას თამაშობს online ნებისმიერ browser-ში.

3. pubg (players unknow’s battleground)

შეიქმნა: 2017 წელს Brendan Green-მა.

აღწერა: თამაში დაფუძნებულია იაპონურ ფილმებზე - “battle royal”. ასი მოთამაშე ეშვება პარაშუტით კუნძულზე. მათ აქვთ იარაღები და მოწყობილობები, რომლებითაც უნდა დაიცვან თავი და დახოცონ სხვები. თამაშს აქვს რუკა, რომელზეც მონიშნულია უსაფრთხო ადგილები და დროთა განმავლობაში ის მცირდება. მოთამაშეს უფრო მკაცრ ადგილებში უხდება შერკინება. გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, ვინც სიკვდილის მატჩზე დარჩება ცოცხალი (deathmatch). ამის მიღწევა შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურადაც.

ასაკი: +17-დან ზევით.

მომხმარებელი: 20 მილიონი მობილურით და online 30 მილიონი აქტიური მომხმარებელი.

გადმოწერა: App store და Play store სრულიად უფასოდ.

4. dota (dota of the science)2

შეიქმნა: 2013 წელს „Valve” კორპორაციის მიერ

აღწერა: 10 მოთამაშე გადანაწილებულია ორ გუნდში. თითოეული გუნდი იკავებს თავის ადგილს და იცავს თავის ბაზას. ათივე მოთამაშე აკონტროლებს „ძლიერ პერსონაჟს“, იგივე გმირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნარები და თამაშობს განსხვავებული სტილით. თამაშის განმავლობაში მოთამაშეები აგროვებენ ქულებს და საგნებს თავიანთი გმირებისთვის, რომ წარმატებით დაამარცხონ მოწინააღმდეგე გუნდის გმირები. ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც პირველი გაანადგურებს ბაზაში არსებულ უძველეს სტრუქტურას.

ასაკი: არ არის შეზღუდული

მომხმარებელი: 11 მილიონი

გადმოწერა: Play store-სა და Apple Store-ში სრულიად უფასოდ.

5. League of Legends

შეიქმნა: 2009 წელს

აღწერა: ლეგენდების ლიგაში მოთამაშეები იძენენ უხილავი "გამომძახებლის" როლს, რომელიც აკონტროლებს "ჩემპიონის" უნიკალურ შესაძლებლობებს. როგორც წესი, მიზანი არის მოწინააღმდეგე გუნდის "Nexus"-ის განადგურება. ლეგენდების თითოეული ლიგის მატჩი არის დისკრეტული. ყველა ჩემპიონი თავდაპირველად არის სუსტი, მაგრამ მატულობს ძალები საგნების დაგროვებითა და გამოცდილებით. სულ არის 18 ტური.

ასაკი: +13

მომხმარებელი: 115 მილიონი

გადმოწერა: ოფიციალური საიტიდან, play თუ app სთორიდან სრულიად უფასოდ.

ნია გაბუნია