3 ჰობი, რომელიც პოპულარულია თინეიჯერებში - Marao

3 ჰობი, რომელიც პოპულარულია თინეიჯერებში

2019-11-18 14:44:19+04:00


თინეიჯერები აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევიან. ისინი უამრავ დროს ხარჯავენ წვეულებებზე, გართობასა და თავგადასავლებზე. აუცილებელია, რომ ენერგია სწორად დაიხარჯოს. ამის საუკეთესო საშუალება კი სპორტია. ჩვენ შემოგთავაზებთ სამ ჰობის, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერებში.

1. გორგოლაჭები

თავდაპირველად, წარმოუდგენლად გეჩვენება გორგოლაჭებზე დადგომა, მაგრამ სირთულის დაძლევა მარტივია. მთავარია, სწორად აარჩიო ის და თანდათანობით დაიწყო ვარჯიში. აქ სიჩქარე არ არის მთავარი.

გაითვალისწინეთ:

  1. წონასწორობის დაცვა მნიშვნელოვანია!
  2. სხეულის სწორი მოძრაობა აუცილებელია!
  3. სწავლის პროცესში სასურველია 4-ბორბლიანი გორგოლაჭების შეძენა.
  4. ისრიალე ფრთხილად!

2. ველოსიპედი

ველოსიპედის არჩევის დროს მეტი სიფრთხილეა გასათვალისწინებელი. არსებობს სხვადასხვა წონისა და კატეგორიის ველოსიპედები.

გაითვალისწინეთ:

  1. რა მიზნისთვის გინდათ;
  2. რა წონითი კატეგორია გსურთ;
  3. მაქსიმალურად უსაფრთხო;
  4. ჰქონდეს წყლის მათარა.

3. სკეიტბორდი

განსაკუთრებით პოპულარული გახდა სკეიტით გადაადგილება. ის მჩატე, მცირე ზომის და კომფორტულია. არსებობენ მოყვარული და პროფესიონალი სკეიტბორდისტები.

გაითვალისწინეთ:

  1. რა მიზნისთვის გინდათ;
  2. შეარჩიეთ ფეხსაცმელი სწორად;
  3. ნახეთ ადგილი სამეცადინოდ;
  4. ისწავლეთ სწორად დგომა, ადგილიდან დაძვრა და ამობრუნება;
  5. უყურეთ ცნობილი სკეიტბორდისტების ვიდეოებს.

ნია გაბუნია