მოდით, მიმოვიხილოთ 5 ქართული სპექტაკლი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
1. მიშა ჩარკვიანის „ჰეკაბე“

სპექტაკლის სიუჟეტი ტროას ომის დასრულების შემდეგ ვითარდება. ბერძენთა გამარჯვებული ლაშქარი სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ელის. ჰეკაბე ტროას ყოფილი დედოფალი და ღირსებაწართმეული ქალია, რომელსაც კიდევ ერთი შვილი უნდა მოუკლან. ეს უსამართლობა მას დამნაშავედ და სხვისი შვილების მკვლელად აქცევს.
2. ზურაბ გეწაძის „მეფე ლირი“ 
პიესის დასაწყისში შექსპირი მეფე ლირს წარმოგვიდგენს, როგორც ამაყ და დიად პერსონას, რომელიც დარწმუნებულია თავის ავტორიტეტსა და სტაბილურობაში. მეფეს განზრახული აქვს, სახელმწიფო გაუყოს თავის სამ ქალიშვილს, სანაცვლოდ ქალიშვილების მამისადმი დიდი სიყვარულისა. უფროსი დები, გონერილია და რიგანა, არ აკლებენ მამას მზრუნველობას და სიყვარულს, ხოლო უმცროსი და კორდელია თავს იკავებს. მამა განრისხდება და მას სასახლიდან გააგდებს, ხოლო სახელმწიფოს ორ უფროს დას შორის გაყოფს. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მეფე ძალაუფლების გარეშე, მშიერ-მწყურვალი, საკუთარი ქალიშვილებისგან უარყოფილი რჩება და ის მაშინ იწყებს იმაზე ფიქრს, რამდენად ძვირფასია გულწრფელობა.
3. დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნა“

დეტექტიური ჟანრით დაწყებული წარმოდგენა მაყურებელთან ურთულეს ფსიქოლოგიურ მოვლენებს ავითარებს, წვდება მის არაცნობიერს და სულიერ ჭაობად ქცეულ ტრავმებს ფარდას ხდის.
გქონიათ შეგრძნება, რომ მშობლებმა მსხვერპლად გაგზარდეს? გიფიქრიათ იმაზე, თუ საიდან მოდის ამდენი ტრავმა? იცით, რომ ექვსი ადამიანის მკვლელი შეიძლება უდანაშაულო იყოს? შეგიმჩნევიათ თქვენი თავისთვის, თუ როგორ გაღიზიანებთ გამორჩეული და განსხვავებული ადამიანები? ცხოვრებაში „ჰეფი-ენდი“ დიდი ტყუილია. ბედნიერი დასასრული არ არსებობს!
4. დიმიტრი ღვთისიაშვილის „ღამე და თუთიყუში“

დაკარგული თაობის პერსონაჟი მოგვითხრობს, როგორ უღალატა საკუთარ თავს, რატომ დაკარგა ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს სხვებმა და იქამდე დაეცა, რომ ვირთხებად ქცეული მტერი ყოველდღე უნდა მოკლას, რითაც არა მხოლოდ მოღალატე ცოლზე იძიებს შურს, არამედ ღირსების აღდგენასაც ცდილობს.
5. მიშა ჩარკვიანის „ბეჩავი“

30 წლის სოსო პატიოსანი, მშრომელი კაცია, მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ერექციის პრობლემები აქვს. თამამი, ახალგაზრდული კომედია თანამედროვე ქართულ რეალობას გვერდიდან უყურებს - როგორ გვაიძულებს საზოგადოება, შევესაბამებოდეთ მამაკაცურობის შესახებ მიღებულ წარმოდგენას და რა ბრძოლის გადატანა უწევს გმირს ამ იდეალთან მისაახლოებლად.
გიორგი გაბუნია