უპასუხეთ გულახდილად მოცემულ 3 შეკითხვას.
ტესტის გავლისას პასუხების ჩასანიშნად დაგჭირდებათ კალამი და ფურცელი. გახსოვდეთ, ყველაზე კარგი ის პასუხია, რომელიც პირველად მოგივიდათ თავში.

1. დააწყვეთ ცხოველები იმ თანმიმდევრობით, თუ რომელი მოგწონთ უფრო მეტად
- ძროხა
- ვეფხვი
- ცხვარი
- ცხენი
- გოჭი
2. მიუწერეთ გვერდით ერთი სიტყვით, რა ასოციაციაც გიჩნდებათ მოცემულ ჩამონათვალზე
- ძაღლი
- კატა
- თაგვი
- ყავა
- ზღვა
3. დაფიქრდით იმ 5 ადამიანზე, რომელიც გიყვართ და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. შეეცადეთ, მათ წარმოდგენაზე რომელიმე ფერი შეუსაბამოთ. არ გაიმეოროთ ერთი და იგივე ფერი სხვადასხვა ადამიანზე
- ყვითელი
- ნარინჯისფერი
- წითელი
- თეთრი
- მწვანე

ახლა კი ვნახოთ პასუხები:
1. ამ პუნქტში თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტებია განლაგებული.
- ძროხა კარიერის სიმბოლოა,
- ვეფხვი - საკუთარი რწმენის და ღირებულებების,
- ცხვარი სიყვარულს განასახიერებს,
- ხოლო ცხენი - ოჯახს,
- გოჭი კი ფულის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი.
2. თქვენი აღწერილობით ძაღლი თქვენს პიროვნებას უსვამს ხაზს,
- კატის აღწერაში თქვენი პარტნიორი იგულისხმება,
- თაგვის დახასიათებისას თქვენი მტრები არიან ნაგულისხმები,
- ყავა წარმოაჩენს თქვენს დამოკიდებულებას სექსისადმი,
- ხოლო ზღვა - თქვენს ცხოვრებას.
3. ყვითელი - ადამიანი, რომელსაც არასდროს დაივიწყებთ,
- ნარინჯისფერი - ადამიანი, რომელსაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევთ,
- წითელი - ადამიანი, რომელიც ყველაზე გულწრფელად გიყვართ,
- თეთრი - თქვენი სულიერი მეგობარი,
- მწვანე - ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ.

წყარო