ვარსკვლავური "პიქსი" ვარცხნილობა ქალებისთვის - Marao

ვარსკვლავური "პიქსი" ვარცხნილობა ქალებისთვის

2019-11-20 15:07:48+04:00


მოკლე ვარცხნილობები ამ სეზონზე განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს. ჰოლივუდელი ვარსკვლავებიც კი სინანულის გარეშე ემშვიდობებიან გრძელ თმებს, მათი გარდაქმნა კი შესაძლოა თქვენთვის გახდეს ინსპირაციის წყარო ვარცხნილობის შესაცვლელად.

Image result for Звездная прическа: стрижка пикси для женщин

თუკი გგონიათ, რომ "პიქსი" ვარცხნილობა მოსაწყენია, ცდებით. ის სრულიად სხვანაირად გამოიყურება იმ ტანსაცმელზე, რომელსაც მოირგებთ. პიქსი ვარცხნილობას შეუძლია თქვენი ელეგანტურ, მგრძნობიარე, თამამ გოგონად წარმოჩენა.

Image result for Звездная прическа: стрижка пикси для женщин

"პიქსი" ვარცხნილობა მოკლე თმაზე

  • კლასიკური ვერსია "პიქსი" ვარცხნილობის სწორედ მოკლე თმაზე სრულდება. ასეთი ვარცხნილობით  ყველას თავი დაამახსოვრა მსახიობმა მიშელ უილიამსმა, ხოლო წელს საზოგადოების წინაშე "პიქსი" თმით შარლიზ ტერონი და ჯენიფერ ლოურენსი გამოჩნდნენ.
Image result for Звездная прическа: стрижка пикси для женщин

ვის უხდება ასეთი ვარცხნილობა?

  • გოგონებს, რომლებსაც ოვალური სახის ფორმა აქვთ ან უფრო მეტად წვეტიანი. ითვლება, რომ "პიქსი" ვარცხნილობა არ უხდება მრგვალ სახეს და ძალიან გამხდარ გოგონებს. სამაგიეროდ, აწეული ყვრიმალები და გრძელი კისერი - "პიქსი" ვარცხნილობისთვის იდეალური ვარიანტია.
Image result for Звездная прическа: стрижка пикси для женщин

"პიქსი" ვარცხნილობა საშუალო თმაზე

საშუალო თმაზე "პიქსი" ვარცხნილობა დამატებითი ვარცხნილობის გაკეთების საშუალებას იძლევა. ამასთანავე, ფორმა შესაძლოა ბევრნაირი იყოს: გრძელი წინამოთი, სწორი დავარცხნილი თმით. "პიქსი" ვარცხნილობა მეტ მოცულობას ანიჭებს თხელ თმას და კრეატიული შეღებვის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა.

Image result for Звездная прическа: стрижка пикси для женщин

"პიქსი" ვარცხნილობა: წინა და უკანა ხედით

ამ ვარცხნილობის განმასხვავებელ ნიშნად ითვლება მისი ასიმეტრიულობა, წინამოს სიგრძე. "პიქსიში" წინა ხედი ბევრად გრძელია, ვიდრე უკანა. მის დასაფიქსირებლად დაგჭირდებათ 20-იან წლებში არსებული მოდური ტენდენციის ათვისება. სველი ეფექტის თმისთვის გამოიყენეთ სპეციალური თმის ცვილი. თუკი გრძელი თმა გაქვთ, დაიმაგრეთ წინამო ტრენდული აქსესუარით, როგორც კერი მალიგან დეიზის აქვს "დიდი გეთსბიდან".

ელეგანტური მოუწესრიგებლობისთვის გამოიყენეთ თმის სარჭები, მუსითა და თმის ლაქით დააფიქსირეთ თმა.

გაგვიზიარეთ შედეგი!

Image result for Звездная прическа: стрижка пикси для женщин

წყარო