სამი ადგილი კახეთში, სადაც განსაკუთრებით ლამაზი ქორწილების გადახდაა შესაძლებელი - Marao

სამი ადგილი კახეთში, სადაც განსაკუთრებით ლამაზი ქორწილების გადახდაა შესაძლებელი

2019-11-21 14:06:34+04:00


გამომდინარე იქიდან, რომ ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, ეს დღე განსაკუთრებულ ადგილას უნდა აღინიშნოს. ბოლო დროს, ტრენდული და საინტერესო გასვლითი ქორწილებია, როცა ქორწილის პარალელურად, თაფლობის თვეც იგეგმება.

ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ადგილი კი უცხოელი წყვილებისთვის საქართველოა, სადაც ყველა კუთხეში, წელიწადის ოთხივე სეზონზე, ძალიან ლამაზი ქორწილის გადახდაა შესაძლებელი. ქართული საქორწილო ბაზარი უცხოურთან ბევრად ეკონომიური და ამავდროულად, მსოფლიო სტანდარტის შესაბამისია ყველა ტიპის ქორწილის შემთხვევაში (პატარა, ღია სივრცე, ლაქშერი).

შემოდგომის სეზონზე განსაკუთრებით მიმზიდველი კახეთია, სადაც გვიანი შემოდგომა განსაკუთრებულ ფერთა გამას იძლევა. ჩვენ შემოგთავაზებთ სამ ადგილს კახეთში, სადაც განსაკუთრებით ლამაზი ქორწილების გადახდაა შესაძლებელი და რომლებსაც უცხოელი წყვილები ყველაზე ხშირად ირჩევენ.

"გიუაანის მეღვინეობა" უკვე ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქცა, ბედნიერი მოგონებების ადგილად. „გიუაანი მეღვინეობა“ საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, თბილისიდან 45 კმ-ში მდებარეობს. ეს იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს, ქართულ ტრადიციებსა და ღვინის კულტურას ეზიაროს, ხოლო განსხვავებული და ორიგინალური ქორწილისთვის, ულამაზესი ბაღი და ბაღში ჩაფლული საღვინე სახლია განკუთვნილი. მენიუში უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები გვხვდება. განსაკუთრებული კი "გიუაანის" ღვინოა.

კიდევ ერთი გასაოცარი საქორწილო სივრცე, სასტუმრო „ყვარლის ტბა“ ტბის პირას, ულამაზეს ადგილასაა გაშენებული. მაღალი კლასის სასტუმრო ქორწილებისთვის განსაკუთრებულ გარემოს გთავაზობთ. ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ წყვილსა და სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სპა აბაზანებით და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურით.

შუაგულ მთებში, ილიას ტბის პირას ციხე-სიმაგრის არქიტექტურის შესაბამისად აგებული, მაღალი კლასის სასტუმრო „როიალ ბატონი“, ერთ-ერთი ღირსეული სივრცეა კახეთში, რომელსაც შეუძლია თქვენს განსაკუთრებულ ქორწილს უმასპინძლოს. სასტუმროში წელიწადის ოთხივე სეზონი განსაკუთრებულად ამაღელვებელია.

გაგრძელება