ყველაფერი ქოქოსის ზეთის შესახებ - აი, რატომ უნდა გამოიყენოთ ეს პროდუქტი - Marao

ყველაფერი ქოქოსის ზეთის შესახებ - აი, რატომ უნდა გამოიყენოთ ეს პროდუქტი

2020-11-22 09:20:43+04:00


ქოქოსის ზეთი - უნივერსალური პროდუქტია. ის სასარგებლო შემადგენლობით და მრავალმხრივი გამოყენებით ხასიათდება.

ამ სტატიაში გაიგებთ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ამ პროდუქტის შესახებ.

რა არის ქოქოსის ზეთი?

ქოქოსის ზეთი, ანუ კოპრას ზეთი, არის პალმის კაკლისგან მოპოვებული საკვები ზეთი. ცხიმის მაღალი გაჯერების გამო ის ანელებს ჟანგვის პროცესს და შესაბამისად, 6 თვე ძლებს 24 O C-დან, 75 O C-მდე გაფუჭების გარეშე.

როგორ მზადდება ქოქოსის ზეთი?

დახვეწილი და არომატული ზეთი, როგორც წესი, გამხმარი ქოქოსის ბირთვისგან მზადდება, რომელსაც ჰიდრავლიკურ წნეხში ზეთის გამოსაყვანად ატარებენ.

ქოქოსის ზეთის თერაპიული თვისებები:

  • ანტიოქსიდანტი - აფერხებს ჟანგვის პროცესს;
  • ანთების საწინააღმდეგო - ამცირებს სიწითლეს, ტკივილს და შეშუპებას;
  • ემოლიენტი - ხელს უწყობს კანს, არბილებს ან ამშვიდებს კანს.

როგორ გამოიყურება ქოქოსის ზეთი?

  • ქოქოსის ზეთის ფერი: თეთრი
  • ქოქოსის ზეთის ფორმა: თხელი და თხევადი დნობის ტემპერატურაზე, მაგრამ სხვაგვარად მყარია
  • ქოქოსის ზეთის სურნელი: სასიამოვნო და არომატული.

როგორ შევინახოთ ქოქოსის ზეთი?

ზაფხულში მოარიდეთ სიცხეს. ზამთარი მის შესანახად იდეალური სეზონია.

რაში გამოიყენება ქოქოსის ზეთი?

  1. გამოიყენება ფარმაცევტიკაში - ქოქოსის ზეთი 1500-იანი წლებიდან გამოიყენება მედიცინაში. ის იდეალური ბაზაა მალამოებისთვის.
  2. ზრდის და ამცირებს კალორიებს - ქოქოსის ზეთით საუკეთესოდ შეგიძლიათ არეგულიროთ თქვენი წონა.
  3. კლავს ბაქტერიებს - ზეთში ცხიმოვან მჟავებს შეუძლიათ მოკლან მავნე პათოგენები, მათ შორის, ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ინფექციების თავიდან აცილებას.
  4. იცავს კანს - კაკაოს კარაქი კურნავს დაზიანებულ კანს და იცავს მას. განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის მოვლის კრემებში, ლოსიონებსა და ტუჩების ბალზამებში. კაკაოს კარაქს აქვს გლუვი სტრუქტურა და რბილი სურნელი.

რჩევა: შხაპის მიღების შემდეგ თხელი ფენა დაიდეთ მთელ სხეულზე. ის დაარბილებს კანს და სასიამოვნო არომატს მიანიჭებს.

თმის სტრუქტურის გაჯანსაღებისთვის და დარბილებისთვის - ქოქოსის ზეთის შემადგენლობა. შეღებილი თმისა და დასუსტებული თმის საუკეთესო წამალია. ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ თმის ჯანსაღად შენარჩუნებაში. ქოქოსის ზეთის მთავარ ცხიმოვან მჟავას - შეუძლია შეაღწიოს თმის ღერში ისე, რომ სხვა ცხიმების უმეტესობას არ შეუძლია.

რჩევა: შხაპის მიღებამდე თმაზე დაიდეთ თხელ ფენად ქოქოსის ზეთი, შემდეგ შეიხვიეთ თავი და 1-2 საათის განმავლობაში გქონდეთ ასე. ჩამოიბანეთ ჩვეულებრივ შამპუნით კარგად, რომ არ დარჩეს ქოქოსის ზეთის მასა. რეკომენდებული არის კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ყოველდღე არა. შეგიძლიათ ზეითუნის ზეთიც შეურიოთ მრავალფეროვნებისთვის, მაგრამ არა ყოველთვის.

მაკიაჟის მოსაშორებლად - ის საუკეთესოდ აშორებს მაკიაჟს და რაც მთავარია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს - ქოქოსის ზეთი ამაღლებს ქოლესტერინის დონეს.

აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას

ქოქოსის ზეთში არსებული MCT-ები იშლება თქვენი ღვიძლის მიერ და გადაიქცევა კეტონებად, რაც შეიძლება თქვენი ტვინის ალტერნატიული ენერგიის წყარო გახდეს.

ლაქების მოსაშორებლად - ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქების მოსაშორებლად (ხალიჩებსა და ავეჯზეც). ის ასევე გამოიყენება "სტრიების" მოსაშორებლად.

ართრიტის სიმპტომების შემსუბუქება - ართრიტს ახასიათებს სახსრების ტკივილი და უძრაობა ანთების გამო. ცხოველთა გამოკვლევით ვარაუდობენ, რომ ქოქოსის ზეთში აღმოჩენილ პოლიფენოლებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტებს უწოდებენ, შესაძლოა გათავისუფლდეს ართრიტის ზოგიერთი სიმპტომი.

ბუნებრივი დეოდორანტი - თავად ოფლს არ აქვს სუნი, თქვენს კანზე მცხოვრები ბაქტერიები წარმოქმნიან არასასურველ სუნს. ქოქოსის ზეთის ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები მას დიდ ბუნებრივ დეზოდორად აქცევს, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს.

სამზარეულოში კერძების მომზადებისას

ქოქოსის ზეთი ყველაზე ჯანმრთელი ზეთია. მასში ცხიმოვანი მჟავების 90%-ზე მეტი გაჯერებულია.

სახეზე - სახის კანი ძალიან ფაქიზია, ქოქოსის ზეთი კი სქელი მასაა და კანს არ შეუძლია მისი ღრმად შეწოვა. მხოლოდ ზედაპირულად მკვდარ ფენას ედება. შეიძლება დაგიზიანოთ კანი და თმის ამოსვლასაც შეუწყოს ხელი.

რუჯის მისაღებად - ნატურალური ზეთები შეიცავს მზის დამცავ თვისებებს და ამასთან, რუჯის მიღებასაც უწყობს ხელს. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, ქოქოსის ზეთს ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან ის მზეზე ცხელდება და იწვევს კანის დამწვრობას.

  • არ გამოიყენოთ გასარუჯ საშუალებად.

ნია გაბუნია