რამდენიმე პროდუქტი, რომელიც არ არის სასურველი გვქონდეს საახალწლო სუფრაზე, ამიტომ უმჯობესია საყიდლების სიიდან დროულად ამოვიღოთ:

კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი
- კომბოსტო არასასურველია ნებისმიერ კონდიციაში, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სალათებში ნიახურითა და ჭარხლით.

შვრია
- თაგვებს და ვირთხებს მარცვლეული ძალიან უყვართ, თუმცა ამას შვრიაზე ვერ ვიტყვით. ის არ უხდება არც საახალწლო სუფრას და არც წლევანდელი ახალი წლის სიმბოლოს, ის საერთოდ არ უნდა გქონდეთ ახალი წლის ღამეს სამზარეულოში, ამიტომ უმჯობესია გაიტანოთ დროებით სხვა ოთახში.

ცხიმიანი ხორცი
- ძირითადი ცხელი კერძების დაგეგმვისას, უმჯობესია ყველა ცხიმიანი ხორცის ვარიანტები გამორიცხოთ. თუკი მაგიდაზე ღორის ხორცი გინდათ დადოთ, უმჯობესია ჯერ მოიძიოთ ინფორმაცია, რა სახით უნდა იდოს ის მაგიდაზე. შეგიძლიათ მოამზადოთ ცხელი ხორციანი კერძები ფრთებისგან ან ფილეს ნაწილისგან. უმჯობესია უარი თქვათ გულმკერდის, კისრის, ნეკნის ნაწილის მომზადებაზე, ვინაიდან ამ ნაწილებში ყველაზე დიდი რაოდენობით ცხიმ ია, მათი მომზადება კი ახალი წლის ღამეს ნამდვილად არ ღირს. თუკი სხვა ვარიანტი არ გაქვთ, მაშინ ცხიმიანი ნაწილი მოაჭერით და ისე მოამზადეთ, რაც შეეხება საქონლის ხორცს, აქაც უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებად ცხიმიან ნაწილს.
