საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია, რომ თმა სახლის პირობებში ძვირადღირებული პროცედურების და სალონური მომსახურების გარეშეც დავიგრძელოთ.
ჩვენ გაგიზიარებთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოვახერხოთ თმის სიგრძის მომატება. თავდაპირველი შედეგი 1 თვეში გვექნება.
თუ თქვენ ოცნებობთ იმაზე, რომ სხვა ფერის თმა გქონდეთ, შეეცადეთ ბუნებრივი პალიტრა შეარჩიოთ.
ეცადეთ, რომ თმა ოდნავ გაიღიავოთ. ნაკლები ჩარევები ამ შემთხვევაში გაამართლებს და თქვენი თმა უფრო ჯანსაღი იქნება.
თმას სიმხურვალე რეგულარულად ხვდება, რაც მის ბოჭკოებს მშრალს და მყიფეს ხდის. შესაბამისად, თმა სიგრძეშიც აღარ იმატებს.
თუ ფენი ჩვენი განუყრელი ნაწილია, მაშინ მის მოხმარებამდე თმაზე სპეციალური დამცავი საშუალებები უნდა დავიტანოთ.
დანამატები ააქტიურებენ თმის ფოლიკულებს და დროთა განმავლობაში თმა გრძელი გახდება.
ნუ იყიდით ვიტამინებს შემთხვევითობის პრინციპით. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და სპეციალური ტესტების მეშვეობით გაიგებთ ზუსტად რომელი ვიტამინები გჭირდებათ, რომელსაც თმაზე გამოიყენებთ.
გახსოვდეთ, რომ დროთა განმავლობაში, გაყოფილი ბოლოები უფრო მაღლა ადის.
შედეგად, თმა გაყოფას მთელი სიგრძის მიმართულებით იწყებს.
თმის შეჭრა სულაც არ უწყობს ხელს თმის უსწრაფესად გაზრდას, თუმცა მთავარი ისაა რომ პრობლემა აღმოიფხვრას, რომელიც თმის ჯანსაღ ზრდას ხელს უშლიდა.
ეს თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. უნდა ეცადოთ, რომ საკუთარ კანს ბალანსის შენარჩუნებაში დაეხმაროთ.
რბილი ქსოვილის წყალობით თმა ნაკლებად ზიანდება, ინარჩუნებს სისუფთავეს და მისი ხარისხი უმჯობესდება.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ცხიმიანია ის. რაც უფრო ცხიმიანია თმა, უფრო ხშირად უნდა დაიბანოთ.
მაგრამ როცა მშრალ თმაზე საუბარი გვიწევს, უნდა აღინიშნოს რომ კვირაში 1-2ჯერ დაბანაა ოპტიმალური.
გავითვალისწინოთ რომ თმის მოვლის ათასგვარი პროცედურები ზოგჯერ კანის სიმშრალეს და გაღიზიანებასაც იწვევს.
მენიუს დაამატეთ ხილი და ბოსტნეულიც, რომელიც ბევრ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს.