ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობის წამოწყება და სასურველი ადამიანის მოძებნა, მარტივი და სწრაფი პროცესი არაა.
მას მრავალი ნიუანსი გააჩნია და სხვათა შორის, დამტკიცებულია, რომ დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა.
ჩვენ წარმოგიდგენთ ძირითად პუნქტებს, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ:
ექსპერტები ერთდროულად რამდენიმე საიტზე დარეგისტრირებას არ გვირჩევენ. 1-2 საიტიც საკმარისია, ოღონდ ისეთი სადაც გსიამოვნებთ ყოფნა და გაურკვევლობაში არ გამყოფებთ.
მაგალითად, თუ ადამიანს სურათი ძვირადღირებული მანქანის ფონზე აქვს გადაღებული, ან ბებიის დროინდელ ხალიჩასთან. ფოტო თქვენ უნდა გამოგხატავდეთ და არა უამრავ სხვა დეტალს. ზოგჯერ მსგავსი ფოტოები სწორი დასკვნის გაკეთების საშუალებასაც არ იძლევა და ადამიანები იბნევიან.
თქვენი სრულფასოვანი, უბრალო პორტრეტი გაცილებით მეტს იტყვის თქვენზე, ვიდრე ბენტლის სალონის ფონი.
საშუალება გეძლევათ წარმოაჩინოთ თქვენი ინტერესებიც. ხშირად შეხვდებით ფანტაზიის ისეთ გამოვლინებას როგორიცაა: "მე მომწონს სიცილი", "მეგობრები და ოჯახი ჩემთვის მნიშვნელოვანია", " ნორმალური ადამიანი ვარ"..
უმჯობესია თქვენს შესახებ ისეთი რამ ჩაწეროთ, რაც ჩვეულებრივ, ბანალურ სიტყვებს გასცდება და უკეთ გამოგხატავთ.
ნუ დაიწყებთ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის ძებნას და მსგავს ოცნებებს ნუ გამოეკიდებით, აირჩიეთ ის, ვისთან ურთიერთობაც თავს საინტერესოდ გაგრძნობინებთ.
ასევე, ექსპერტების აზრით, არ გამოგადგებათ ადამიანი, რომელიც გაუმართავ ტექსტებს გწერთ და ვისაც ცინიკურ მიმართვას შეამჩნევთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ რომელიმე მათგანმა სასქესო ორგანოს ფოტო გამოგიგზავნათ, მასთან სერიოზული ურთიერთობის იმედს ნუ იქონიებთ. ქალბატონები რომელთაც კარგად აქვთ გაცნობიერებული როგორ ადამიანთან სურთ ურთიერთობის დაჭერა, ამგვარ ადამიანებთან კავშირს ერიდებიან.
ნუ აჰყვებით იმას, რომ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია. გირჩევთ, რომ მიმოწერა მრავალი თვის მანძილზე კი არ გქონდეთ, ერთმანეთი ბევრად ადრე ნახოთ.
სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს. აშშ-ში წყვილების ერთი მესამედი სწორედ ინტერნეტით ეცნობა ერთმანეთს და ურთიერთობაც ეწყობა.
აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა: შეხვედრის დროს ტელეფონის არსებობა დროებით დაივიწყე და ეკრანს არ უყურო. იფიქრე იმაზე, რომ ყველაფერი გამოგივა.