სრული კოშმარი: ვარსკვლავური ბავშვები, რომლებმაც ძალიან ადრე დაიწყეს კოსმეტიკის გამოყენება - Marao

სრული კოშმარი: ვარსკვლავური ბავშვები, რომლებმაც ძალიან ადრე დაიწყეს კოსმეტიკის გამოყენება

2019-12-09 14:17:08+04:00


ყველა მშობელი თვითონ წყვეტს, როდის დაიწყებს მისი შვილი მაკიაჟის გამოყენებას, თუმცა ზოგიერთმა ცნობილმა გადაწყვიტა საერთოდ არ აუკრძალოს შვილებს კოსმეტიკით თამაში. მივაგენით ვარსკვლავურ შვილებს, რომელიც მშობელს პატარაობიდანვე ქუჩაში დაყვება მაკიაჟით.

Image result for celebrities babies

ნორტ უესტი

  • კიმ კარდაშიანის გოგონა 3 წლიდან დედის კოსმეტიკის ჩანთით დადის და ყველაფერს საკუთარ თავზე ცდის, ამჟამად ნორტი 5 წლის არის და ზოგჯერ კიმი თავად უკეთებს მაკიაჟს, მაგალითად ბოლო გამოსვლისას დედამ მას ნეონის ნარინჯისფერი ისრები წაუსვა სახეზე.

უილოუ სეიჯ ჰარტი

  • მომღერალ ფინქის გოგონა 7 წლის არის, თუმცა როგორც ჩანს ნებას რთავენ თმა შეიღებოს ვარდისფრად, ამასთანავე დედის მსგავსად ხშირად ჩნდება საზოგადოებაში მაკიაჟით.

კინგსტონ სტეფანი

  • გვენ სტეფანის ვაჟი 12 წლის არის, თუმცა 7 წლიდან მალიბუს სანაპიროზე თვალებზე შავი ისრებითა და მოცხარისფერი ტუჩსაცხით დადის. მომღერალი ყოველთვის გამოირჩეოდა ექსცენტრიულობით, თუმცა ასეთ რამეს შვილის აღზრდის კუთხით არავინ ელოდა.

პრინცესა ტიამი კრისტალ ესტერ ანდრე

  • ბრიტანელი მომღერლის კეტი პრაისის გოგონამ 8 წლიდან აქტიურად დაიწყო მაკიაჟის გამოყენება: რამდენიმე ფენა ტონალური საცხი, smoky eyes და ტუჩსაცხი, კეტის ძალიან დიდხანს ლანძღავდნენ გამომწერები შვილის ამ ქმედების გამო, თუმცა პრინცესა ტიამი ინსტაგრამის სიახლეებში ხშირად ჩნდება კვალავაც მასიური მაკიაჟით.

დრიუ მაქსველი

  • ეს გოგონა ჯესიკა სიმფსონის ქალიშვილია, ის 6 წლის არის და ვარდისფერი ტუჩსაცხის გარეშე არასდროს ჩნდება საზოგადოებაში, მართალია ძალიან ლამაზად გამოიყურება, თუმცა გვჯერა, რომ ჯესიკა სურათის გადაღების შემდეგ მაკიაჟს ყოველთვის აშორებს თავის პატარა გოგონას.

სური კრუზი

  • კეტი ჰოლმსისა და ტომ კრუზის გოგონა უკვე 12 წლის არის, თუმცა 5 წლიდან მშობლები ნებას რთავენ წითელი ტუჩსაცხის გამოყენებას, უმჯობესია ტუჩის შეფერილობის ტუჩსაცხი მიეცათ შვილისთვის...

ბლუ აივი კარტერი

  • ბიონსეს გოგონა 6 წლის ასაკში მაკიაჟის წასმის ტრენინგებს ატარებს: რამდენიმე ბრჭყვიალა თვალი შუბლზე, შავი ზოლები ქუთუთოებზე და რამდენიმე ფენა მოვარდისფრო-მოიასამნისფრო ტუჩსაცხი, მაკიაჟიც მზად არის!

წყარო