სახის სახლის პირობებში გაწმენდა იდეალურად მაშინაც შესაძლებელია, როცა კოსმეტოლოგთან მისვლის დრო ან საშუალება არ გვაქვს.
თავდაპირველად მნიშვნელოვანია, რომ კანი საგულდაგულოდ გაისუფთაოთ და კოსმეტიკური საშუალებები მთლიანად მოიშოროთ. მათ შორის იგულისხმება ტუშიც.
ამის შემდეგ გადავდივართ სახეზე სკრაბის წასმაზე. როგორც წესი, სკრაბის გაჩერება 3-4 წუთითაა რეკომენდებული და არა განუსაზღვრელი დროით, რომ კანი არ გამოგიშრეთ. თუ თქვენი კანი აკნესკენ არის მიდრეკილი და სახეზე ბევრი გამონაყარი გაქვთ, მაშინ სკრაბი საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს და ზოგ შემთხვევაში მისი გამოყენება უარესად იმოქმედებს.
- რჩევები ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონებისთვის: თქვენ გამოგადგებათ გვირილა, აბზინდა და როზმარინი. ამ სამკურნალო მცენარეებს დადებითი ის აქვს, რომ კანს დაარბილებს და უფრო გლუვს გახდის. აქვე, კანზე ანთებით კერებს ებრძვის.
- ნუ დავივიწყებთ ორთქლის აბაზანის მნიშვნელობას, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ ფერისმჭამელები მოიცილოთ.
ამგვარი პროცედურის დროს საჭიროა, რომ ხელები კარგად დაიბანოთ და სპირტითაც დაიმუშაოთ.
ანადუღარ წყალში გაზავებული ლიმონის წვენის ალტერნატივაც მშვენიერია.
გამონაყარის საწინააღმდეგო ნიღბის მომზადების წესი: საგულდაგულოდ დაიბანეთ სახე და შემდეგ მასზე საბავშვო საპნის ქაფი დაიტანეთ.
ამ პროცედურის პარალელურად, სოდის გამოყენებაც შეგიძლიათ, რომელსაც ამ მასას ზევიდან დაადებთ.
ეცადეთ, რომ წვის შეგრძნებამდე არ მიიყვანოთ. რეკომენდებულია ნიღბის 4 წუთით გაჩერება.
ზოგიერთი ქალბატონი ამ ნიღაბს 1 თვეში ერთხელ იკეთებს, ზოგი კი - 2 კვირაში ერთხელ. ყველაფერი თქვენი კანის ტიპზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პრობლემური კანი გაქვთ.
- თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ნაკლებად პრობლემური იყოს და ამავდროულად, კარგად შეძლოთ მისი გაწმენდა, მაშინ ეს რეცეპტიც გამოგადგებათ:
- გამოიყენეთ ალოეს წვენი: კვირაში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი მისი წვენით, ხოლო ნაოჭების გასაქრობად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები, რომელსაც 10 წუთით გაიჩერებთ. ალოეს წვენი სახის კანს აახალგაზრდავებს და მისი რეგულარულად გამოყენების შემდეგ შედეგს თავად იხილავთ.