მოდური ჟურნალი ამერიკის შეერთებული შტატებიდან McCall’s ხშირად აქვეყნებს სტატიებს სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებსა და სიყვარულზე. 50-იანების ჟურნალში ხშირად შეხვდებოდით რჩევებს სასურველი საქმროს პოვნის თაობაზე.
„მარაოს“ რედაქციამ მიაგნო 1958 წლის სტატიას „129 ხერხი სასურველი საქმროს პოვნისათვის“.

პირველი 13 პუნქტი ეძღვნება კითხვას, სად ვეძებოთ სასურველი მამაკაცი?
- მოიშინაურე ძაღლი და ისეირნე მასთან ერთად (და მაშინ ქმარი აღარ დაგჭირდება).
- გააკეთე ისე, რომ შენი მანქანა უეცრად გაფუჭდეს სტრატეგიულად საჭირო ადგილას.
- იარე საღამოს სკოლაში, კურსებზე, რომელიც მამაკაცებს მოსწონთ.
- ჩაეწერე სპორტული ტურიზმის კლუბში.
- იპოვე ოპტიმალური ადგილი, სადაც დადიან მამაკაცებიც და ქალებიც.
- წაიკითხე ნეკროლოგები - შესაძლოა, პერსპექტიული ქვრივი გამოჩნდეს.
- დაკავდი გოლფით და იარე შემსწავლელ კურსებზე.
- აიღე რამდენიმე ხანმოკლე დასვენების დღე სხვადასხვა ადგილას სტუმრობისთვის.
- ჩამოჯექი პარკში სკამზე და მტრედები დააპურე (არ მოიზიდო მამაკაცი, მოიზიდე მტრედები მხოლოდ).
- ისეირნე ველოსიპედით.
- დასაქმდი იურისპრუდენციაში, მედიცინასა და სტომატოლოგიაში.
- გახდი მედდა ან ბორტგამცილებელი - მათ ძალიან მაღალი რეიტინგი აქვთ გათხოვების კუთხით.
- მოიკითხე დაქალების მეუღლეებთან, თუ ჰყავთ სამსახურში პერსპექტიული დასაოჯახებელი მამაკაცები.

ახლა გადავიდეთ მთავარ ნაწილზე: როგორ ვიპოვოთ ის, ვინც გვჭირდება.
- იყავი საყვარელი ყველასთან მიმართებაში - შესაძლოა, ძმა ან შვილი ჰყავდეთ.
- დასაქმდი სახელმწიფო სამსახურში საზღვარგარეთ.
- იყავი მეგობრული და შრომისმოყვარე. მამაკაცისთვის ლამაზია ის, ვინც ლამაზად იქცევა.
- გაანდე შენს მეგობრებს, რომ დაოჯახება გინდა. ეს არ უნდა იყოს საიდუმლო (ისინიც დაგეხმარებიან ძებნაში).
- ფეხბურთის მატჩებზე იარე.
- დასაქმდი მაღაზიაში, სადაც იყიდება სათევზაო, სანადირო, სპორტული აქსესუარები.
- არ დასაქმდე იქ, სადაც ბევრი ქალბატონი მუშაობს.
- თვითმფრინავში, მატარებელში ან ავტობუსში არ მიუჯდე ქალებს - მამაკაცის გვერდით დაჯექი, თუკი თავისუფალია მის გვერდით ადგილი.
- იარე გამოსაშვებ საღამოებზე - იქ აუცილებლად იქნება დასაოჯახებელი ან დაქვრივებული მამაკაცი.
- ნუ გეშინია ლამაზ გოგონებთან ურთიერთობის - შესაძლოა, მათ ჰყავდეთ ყოფილი მამაკაცი მეგობრებში, რომელთან ურთიერთობაც დასრულდა.
- დროდადრო გამოიცვალე ბინა.
- ისწავლე ხატვა იმისათვის, რომ მოლბერტი გამოფინო გარეთ, იქ, სადაც ბევრი სტუდენტი ბიჭია.

კარგი, გავერკვიეთ, სად უნდა აღმოჩნდე და რით დაკავდე, თუმცა როგორ მივახვედროთ, რომ შენ იქ ხარ, მის გვერდით?
- რამეს დაეჯახე, როცა ოთახში შედიხარ, სადაც ის გეგულება.
- მოიშორე თავიდან სიფრთხილე და დაურეკე პირველმა.
- გამოიმუშავე ბევრი ფული (ეს უნივერსალური რჩევაა).
- ატარე ქუდები.
- თუკი რაიმე ნივთი გაგივარდება ხელიდან, ეს მეთოდი კვლავაც მუშაობს.
- დადექი კუთხეში და იტირე. დიდია იმის შანსი, რომ მოვიდეს და იკითხოს, თუ რა გჭირს.
- იცინე მის ხუმრობებზე.
- ისწავლე გემრიელი ვაშლის ღვეზელის ცხობა და მიართვი უცოლო მამაკაცებს ოფისში.

როგორ უნდა გამოიყურებოდე მისთვის მიმზიდველად?
- მამაკაცებს უყვართ იმაზე ფიქრი, რომ სუნამოებში ძალიან კარგად ერკვევიან - სთხოვე, გირჩიოს, თუ რომელი სუნამო მოსწონს უფრო მეტად.
- ივარჯიშე სასმლის დალევაში ჯერ დაქალებთან ერთად.
- ყოველდღიურობაში დაამატე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები - მათში უფრო სექსუალურად გამოიყურები.
- იმ შემთხვევაში, თუკი შენზე დაბალი არ არის.
- უთხარი, რომ სიმპათიურია.
- მოუფრთხილდი ჯანმრთელობას - მამაკაცებს არ მოსწონთ გოგონები, რომლებიც ხშირად ცივდებიან.
- თუკი გიხდება ფართო ზედები, მოირგე ყოველ მესამე შეხვედრაზე.
- არ უთხრა შენს ალერგიაზე არაფერი.
- თუკი რესტორანში დაგპატიჟა, არ შეუკვეთო სტეიკი.
- . აკონტროლე საუბარი.
- ხშირად გაუღიმე.
- ჩაიცვი თხელი კოლჰოტი.
- გამოიყენე საფერფლე, არ ჩააქრო თამბაქო ყავის ჭიქაში.
- მხრებში მოხრილი არ დაჯდე.
- შეინარჩუნე შენი მორალური პრინციპები.
- ნუ წუწუნებ - ასე ვერ გათხოვდები!

როგორ დაახვიოთ თავბრუ?
- დაანახე, რომ კარგ დროს ატარებ ყველაზე დაბალბიუჯეტურ პაემანზეც - თუმცა არ გადაამლაშო.
- შენს მშობლებს უთხარი, რომ გავიდნენ ოთახიდან, როცა გსტუმრობს შენი საყვარელი მამაკაცი.
- მოაწყვეთ ორმაგი შეხვედრები მხიარულ და ბედნიერ წყვილთან - ნახოს, თუ როგორი კარგია ცოლის ყოლა.
- გაუგზავნე დედამისს მისალოცი ბარათი დაბადების დღეზე.
- გაარკვიე დედამისთან მისი საყვარელი კერძის რეცეპტები.
- პირველ შეხვედრაზე უთხარი, რომ არ ფიქრობ დაოჯახებაზე.
- არ უთხრა, რამდენი შვილი გინდა.
- თუკი თევზაობა უყვარს, ისწავლე თევზის გასუფთავება.
- არ უთხრა, რა ღირს შენი ტანსაცმელი, ნუ იჭორავებ.
- არ განიხილო მასთან შენი ყოფილი.
- იყავი გულუბრყვილო.
- არ მოუყვე ბინძური ისტორიები.

ველური იდეები (სწორედ ასე ჰქვია)
- გაემგზავნე იელში.
- აიღე სანადირო ლიცენზია.
- თუკი დედა მსუქანი გყავს, უთხარი, რომ მამას ჰგავხარ; ხოლო თუკი მამაც ჭარბწონიანია, მაშინ უთხარი, რომ აყვანილი ხარ.
- იქირავე ბილბორდი, განათავსე ზედ შენი ფოტო და მობილურის ნომერი.
- დადექი ყველაზე ხალხმრავალი ქუჩის კუთხეში.
- იმგზავრე აეროექსპრესით.

წყარო