მამაკაცის კეპი - გოგონების მთავარი აქსესუარი ზამთარში - Marao

მამაკაცის კეპი - გოგონების მთავარი აქსესუარი ზამთარში

2019-12-17 14:51:56+04:00


რატომ ავიღეთ ინსპირაციად მოდის მიმდევარ ჟანა დამასის გამორჩეულად საყვარელი აქსესუარი?

02_girls_bestdressedIMG_3536

მამაკაცის ტრადიციული, რბილი, ბრტყელი კეპი ადრე ინგლისში მომუშავე მუშათა კლასის წარმომადგენლებთან ასოცირდებოდა, თუმცა XVI-ე საუკუნის ბრიტანეთის პარლამენტმა აუცილებლობად დაამტკიცა, რომ მამაკაცები არაპრივილეგირებული ფენის საზოგადოებიდან, ვალდებულები არიან, შალის თავსაბურავები გამოიყენონ დღესასწაულებსა და კვირა დღეს.

Light tweed newsboy cap Mens news boy hat Herringbone newsboy hat by Nastiin

მოგვიანებით ბრძანება აღარ მიიღეს ძალაში, თუმცა უკვე საკმაოდ მყარად ჰქონდა ასეთი სტილის ქუდს ფესვები გადგმული საზოგადოებაში, ის მნიშვნელოვან ადგილს იკავდება ყველა მამაკაცის გარდერობში. შემდგომ არისტოკრატებმაც შეიყვარეს ეს აქსესუარი და საბოლოოდ XX-ე საუკუნის დასაწყისში გაზეთების დამტარებელ ფოსტალიონებზეც შეინიშნებოდა.

So put together... cap, bowtie, jacket, and glasses

როგორც უნდა იყოს, დღესდღეობით ამ კეპის მორგება უკვე ქალბატონებმაც გადაწყვიტეს, რაზეც მოდის არაერთი მიმდევრის და ბლოგერის, მათ შორის, პარიზელი ლამაზმანის, ჟანა დამასის ქუჩის სტილის ფოტოებიც მოწმობს.

Cap it off

რამდენადაც თანამედროვე სამყაროში მოდის პოლუსები საკმაოდ შეერწყა ერთმანეთს, კოსტიუმი-სამეულები ისეთივე ნორმალური ატრიბუტია ქალბატონების გარდერობში, როგორც ქუსლები და ქვედაბოლოები - მამაკაცისაში, ჩვენ კი დიდხანს ფიქრს არ გირჩევთ ნამდვილად და ის დროა, საშოპინგოდ სწორედ ასეთი კეპისთვის გაეშუროთ. თუკი ადრე ფრანგების საფირმო შტრიხებად ბერეტი ითვლებოდა, დღეს მან უკვე მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

Parker Trouser

წყარო