დამუხტული თმა განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება ზამთრის პერიოდში. სიცივეების დადგომასთან ერთად, აღარ ექვემდებარება სრულიად კონტროლს. გავერკვიოთ, რატომ იმუხტება თმა და როგორ გავუმკლავდეთ?
რატომ იმუხტება თმა: მიზეზები
- სინამდვილეში ეს ფიზიკის კანონია, ხახუნის შედეგად რაიმე ზედაპირზე, ეს იქნება ქუდი, ზედა, სავარძლის საზურგე, თმაში დადებითად დამუხტული იონები, ერთმანეთს სცილდება, ამიტომ სტატიკური ელექტროობა გვევლინება სახეზე.
რატომ იმუხტება თმა ზამთარში? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
- მშრალი ჰაერის გამო თმა უსიცოცხლო ხდება იმ დროს, როცა შენობაში ვართ და გამათბობელი საშუალებები არის ჩართული.
- დიდი ტემპერატურული სხვაობაა შენობაში და გარეთ.
- ტანსაცმელი სინთეტიკური ნაჭრისგან არის.
- პლასტმასის სავარცხლებს იყენებთ, არასწორ თმის საშრობ და გასასწორებელ საშუალებებს ვარცხნილობებისთვის.
- თმას იბანთ ზედმეტად ცხელი წყლით.
- კარგი ამბავი არის ის, რომ ნებისმიერ ამ მიზეზთან გამკლავება მარტივად შესაძლებელია.
ძალიან გემუხტებათ თმა: როგორ მოვიქცეთ?
- უკვე იცით, რატომ გემუხტებათ თმა. საბედნიეროდ, კოსმეტიკური საშუალებების არსენალი იძლევა საშუალებას, რამდენიმე ხრიკის მეშვეობით გადაჭრათ ეს პრობლემა. როგორ მოვიქცეთ სახლის პირობებში?
დაატენიანეთ... ჰაერი
- მშრალი ჰაერი შენობაში - თმის უსიცოცხლობის ერთ-ერთი მიზეზია. იმისათვის, რომ თმა არ დაიმუხტოს ზამთარში, სახლში დადგით წყლით სავსე დოქი, რომელიც აორთქლების შედეგად ტენიანობას გაზრდის ოთახში. კარგი, თუმცა არც ისე იაფი იდეა არის ჰაერის დამატენიანებლის შეძენა.
შეცვალეთ კოსმეტიკა
- იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ცხიმიანი თმა გაქვთ, ზამთარში უფრო მეტ მოვლას საჭიროებს. სიგრძის მიხედვით გამოიყენეთ საშუალებები მშრალი და დაზიანებული თმისთვის, ხოლო თავის დაბანა შესაძლებელია ცხიმიანი თმის საწინააღმდეგო შამპუნის მეშვეობით. არ დაგავიწყდეთ თმის კონდიციონერი და ნიღაბი. დაბანის შემდეგ თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
იყიდეთ სპრეი-ანტისტატიკი
- დღეს ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც სტატიკურ ელექტროობას ანეიტრალებს. როგორც წესი, ისინი სპრეების შეფუთვაში იყიდება, რომელიც კომფორტულია ჩანთით ტარების შემთხვევაშიც. გამოიყენეთ ანტისტატიკი ყოველი დაბანის შემდეგ ან აუცილებლობის მიხედვით.
პრობლემა ქუდშია
- თუკი სინთეტიკის ნაჭრის ქუდს ატარებთ, იცოდეთ, რომ ის დამუხტვას უწყობს ხელს. ქუდებისა და შარფების ტარება თუკი გიყვართ, უპირატესობა მიანიჭეთ შალის ან ბამბის მატერიებს.
შეცვალე სავარცხელი
- პლასტმასის სავარცხელზე დროა უარი თქვათ. აირჩიეთ ხის სავარცხელი ანტისტატიკური საფარველით.
შეამოწმეთ თმის საშრობი
- დავუშვათ, ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინეთ, თუმცა მაინც გემუხტებათ თმა. შეისწავლეთ თქვენი თმის საშრობი. უმჯობესია შეიძინოთ იონიზაციის ფუნქციის მქონე თმის საშრობი, ხოლო თმის გასასწორებელი უთო - კერამიკის საფარველით.
არ დაგავიწყდეთ ვარცხნილობა
- თუკი ვარცხნილობას ქუდის ქვეშ მალავთ, ეს არ ნიშნავს, რომ სტილისტთან ვიზიტი უნდა გადადოთ სხვა დროისთვის. გრძელი თმა განსაკუთრებით იმუხტება ზამთარში. ის ყველაზე მეტად მსხვრევადობისკენ მიდრეკილია და უფრო მეტად იმუხტება, ვიდრე მოკლე თმა. ამიტომ სტილისტები გვირჩევენ ვარცხნილობის შეცვლას გრძელიდან საშუალო სიგრძის თმაზე.
წყარო