როგორც აღმოჩნდა, შოუბიზნესის ორ ტრაგიკულ ვარსკვლავს შორის რომანი იყო გაჩაღებული.
მაიკლ ჯექსონის პირად ცხოვრებაზე ახალი აღიარება მისმა ყოფილმა პირადმა მცველმა მეტ ფიდსმა გააკეთა.
მისი თქმით, ჯექსონსა და ჰიუსტონს რომანი ჰქონდათ, რომელსაც გულმოდგინედ უმალავდნენ საზოგადოებას. თურმე, მაიკლ ჯექსონი უიტნის ცოლად მოყვანაზე ოცნებობდა.
მაიკლს ჰიუსტონი მას მერე შეუყვარდა, რაც რამდენჯერმე შეხვდა თავის მამულში, ნევერლენდში - ექვსი წლის შემდეგ მას მერე, რაც უიტნიმ მის უფროს ძმა ჯერმეინთან გაწყვიტა სასიყვარულო კავშირი.
ფიდსი დარწმუნებულია, რომ მაიკლი სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა, უიტნიმ რომ მიატოვა.
ფიდსმა სხვა საიდუმლოებებსაც ახადა ფარდა. მაგალითად იმას, რომ წამლებითა და ალკოჰოლით მრავალწლიანი გატაცების გამო მაიკლი იმპოტენტი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ნარცისიზმი შეეყარა, ფსიქოანალიტიკოსთან გაიარა მკურნალობის კურსი.
ფიზიკური სნეულებების გამო მაიკლს თმა სცვიოდა და ანორექსიით იტანჯებოდა. სხეული კი საშინლად ჰქონდა დაჩხვლეტილი ნემსებით და ირწმუნებოდა, ობობებმა დამკბინესო.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)