10 დეტოქს-პროდუქტი, რომელიც გადაგარჩენთ დღესასწაულების შემდეგ - Marao

10 დეტოქს-პროდუქტი, რომელიც გადაგარჩენთ დღესასწაულების შემდეგ

2021-01-15 13:01:35+04:00


საახალწლო სუფრა, მეგობრული შეკრებები, რესტორნები და კაფე-ბარები... ჩაინიშნე ეს პროდუქტები იმისათვის, რომ შეამცირო სადღესასწაულო სუფრის კერძებისგან თირკმელსა და ღვიძლზე მავნე პროდუქტების ზეწოლა!

Image result for детокс-продукт, которые спасут тебя в праздники

ლიმონი

  • გარდა იმისა, რომ ორგანიზმს С ვიტამინს მიაწვდით, ლიმონი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულად მუშაობას, რაც უზრუნველყოფს მავნე ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას. ერთ ლიტრ წყალში ერთი ცალი ლიმონი ჩაწურეთ და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. ეს დაეხმარება კანს სიგლუვის შენარჩუნებაში, თირკმელს - სიჯანსაღეში, თქვენ კი სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნებაში.
Image result for Лимон

კოჭა

  • გახეხილი კოჭის ფესვი ჩაიში აქცევს სასმელს იმუნური სისტემის მთავარ დამცველად. თუკი წინა საღამოს წვეულება ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ბევრი საკვები მიიღეთ, დილაობით ის თავიდან აგაცილებთ ცუდ შეგრძნებას. ანტიოქსიდანტები, რომლებითაც გაჯერებულია კოჭა, შეუცვლელია მოწამვლის თავიდან ასარიდებლად და ორგანიზმის დასაცავად.
Image result for Имбирь

ნიორი

  • ნიორს უწოდებენ ბუნების ანტიბიოტიკს და იმუნიტეტის სტიმულატორს, რაც გამართლებულია: ალიცინის შემცველობის წყალობით, ლიმფოციტების წარმოქმნას ასტიმულირებს. სწორედ ეს უკანასკნელია პასუხისმგებელი იმუნური სისტემის ოპერატიულ რეაგირებასა და ვირუსისგან დაცვაზე. ამასთან ერთად, ნიორი იცავს ღვიძლს ცხიმიანი საკვების დატვირთვისგან.
Image result for Чеснок

არტიშოკი

  • სუპერსაშუალება, რომელიც ღვიძლის უჯრედებს აღადგენს და ეხმარება ორგანიზმიდან მარილის გამოდევნაში, აუმჯობესებს ცილებისა და ცხიმების გადამუშავებას და ამცირებს ნაწლავებში შებერილობის წარმოქმნას.
Image result for Артишок

ჭარხალი

  • ჰეპატოლოგები მას „თირკმელების მტვერსასრუტს“ უწოდებენ. იმისათვის, რომ ჭარხლის მოქმედება ეფექტური იყოს, უმჯობესია დალიოთ ყოველდღიურად ერთი სუფრის კოვზი დაწურული ჭარხლის წვენი.
Image result for Свекла

მწვანე ჩაი

  • ნაბახუსევის უებარი წამალი სწორედ მწვანე ჩაი გახლავთ. ერთი ლიტრი სითხე დღის განმავლობაში დაგეხმარებათ ალკოჰოლის ინტოქსიკაციისგან თავის დაღწევაში.
Image result for Зеленый чай

კომბოსტოს მწნილი

  • მთავარი პროდუქტი მათთვის, ვისაც ზედმეტი კილოგრამების მომატების ეშინია: დამწნილებული კომბოსტო ტარტრონის მჟავას შეიცავს და არ აძლევს შაქარსა და ნახშირწყლებს იმის საშუალებას, რომ ორგანიზმში გარდაიქმნეს ცხიმებად.
Image result for Квашеная капуста

ღვია

  • რამდენიმე კენკრა ღვია, ნახევარი ლიტრი სასმელი წყალი და თირკმელების სიჯანსაღე გარანტირებულია. ხელს უწყობს საახალწლო სუფრისგან მის დაცვას.
Image result for Можжевельник

ყავისფერი ბრინჯი

  • იდეალური აბსორბენტი, ყავისფერი ბრინჯი გვეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. მშვენიერი დეტოქს-პროდუქტი სწორედ რომ ყავისფერი ბრინჯია.
Image result for Коричневый рис

ყურძენი

  • ანტიოქსიდანტი, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და ძალიან სასარგებლოა თირკმელისთვის: კალიუმის მაღალი შემცველობის მეშვეობით კი მასში ქვების წარმოქმნას უშლის ხელს.
Image result for Виноград

წყარო