გრეიპფრუტის სწორად გამოყენების წესები ჯანმრთელობისთვის - Marao

გრეიპფრუტის სწორად გამოყენების წესები ჯანმრთელობისთვის

2020-01-06 14:40:15+04:00


არაერთხელ გექნებათ მოსმენილი გრეიპფრუტის სასარგებლო თვისებების შესახებ. ხშირად უცხოურ ფილმებში მთავარი გმირი სწორედ გრეიპფრუტს მიირთმევს საუზმეზე, თუმცა ყველაზე მწიფე ნაყოფსაც კი მწარე ქერქი აქვს, რომელსაც ადამიანების უმეტესობა გაფცქვნისას ყრის.

Image result for грейпфрут

იმისათვის, რომ უნიკალური ციტრუსისგან მაქსიმუმი ავითვისოთ, თავი მოვუყარეთ 3 სხვადასხვა გამოყენების წესს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილი მთლიანად ან მხოლოდ ქერქი იმისათვის, რომ ცალკე დატკბეთ გემრიელი შიგთავსით.

Related image

სკრაბი კანისათვის

ძალიან ცოტამ იცის ის, რომ გრეიპფრუტის ქერქისგან არაჩვეულებრივი სკრაბი მზადდება. იმისათვის, რომ ყველა პესტიციდი მოვაშოროთ, რომელიც ხილის ზედაპირზე გროვდება, სრულიად საკმარისია თაფლიან წყალში გავრეცხოთ.

скраб из грейпфрута

ინგრედიენტები:

  • 0.5 გრამი გრეიპფრუტი
  • 3 წვეთი ასკილის ზეთი
  • 10 გრამი ზღვის მარილი
მომზადების წესი:

  1. გახეხეთ ნახევარი გრეიპფრუტის ქერქი.
  2. დაუმატეთ ასკილის ზეთი და ზღვის მარილი
  3. მოურიეთ საგულდაგულოდ და შედგით მაცივარში 20 წუთით
დაიტანეთ მზა მასა ბამბის დისკზე და წრიული მოძრაობით მთელ სახეზე გადაინაწილეთ. აიღეთ სკრაბის ოდნავ დიდი რაოდენობა იმისათვის, რომ კანს მოაცილოთ ზედმეტი მკვდარი უჯრედები და დაუბრუნოთ ბუნებრივი სილამაზე.

Image result for Скраб грейпфрутом

გრეიპფრუტის ჩაი

გრეიპფრუტის ჩაი აძლიერებს საჭმლის მონელებას და აძლიერებს იმუნიტეტს.

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი გრეიპფრუტი
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 ტოტი კოჭა
  • 0.5 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • 0.5 ლიტრი წყალი
მომზადების წესი:

  1. გაწურეთ გრეიპფრუტი.
  2. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიიყვანეთ დუღილამდე.
  3. 5-10 წუთით დატოვეთ გასაგრილებლად, საცერში გაატარეთ.

грейпфрутовый чай с корицей

თუკი რაიმე ცხელის დალევა გესიამოვნებათ, ეს რეცეპტი იდეალურია.

грейпфрутовый чай с имбирем

ინგრედიენტები:

  • 450 გრამი მწვანე ჩაი
  • 2 ნაჭერი გრეიპფრუტი
  • 2 ტოტი როზმარინი
  • 4 ბაღის მიხაკი
  • 2 ფირფიტა კოჭა
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადების წესი:

  1. წამოადუღეთ ჩაი, დაუმატეთ მიხაკი და თაფლი, მოურიეთ.
  2. ჭიქაში ჩაყარეთ ერთი ნაჭერი კოჭა და გრეიპფრუტი, დაუმატეთ როზმარინის ტოტი.
  3. დაასხით ჩაი, მოურიეთ.

варенье из грейпфрута

გრეიპფრუტის მურაბა

სასარგებლო გრეიპფრუტის მურაბა გემოზე ოდნავ მწკლარტეა, თუმცა შაქრის დამატებით შეგიძლიათ დაატკბოთ.

Image result for Грейпфрут

ინგრედიენტები:

  • 110 გრამი გრეიპფრუტის ქერქი
  • 110 გრამი შაქარი
  • 30 მილიგრამი წყალი
  • 700 მილიგრამი გრეიპფრუტის წვენი
მომზადების წესი:

  1. მოადუღეთ ქერქი წყალში, სანამ არ დარბილდება. გააშრეთ და დატოვეთ მაცივარში ერთი ღამით.
  2. წვრილად დაჭერით ქერქი, ოდნავ დაჭყლიტეთ სამზარეულოს ჩაქუჩით.
  3. შაქარი გახსენით წყალში და წამოადუღეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ წვენი და მიიყვანეთ დუღილის კონდიციამდე.
  4. დაუმატეთ ქერქი, დაუწიეთ ცეცხლს და მოამზადეთ 25-30 წუთის განმავლობაში, მანამ, სანამ ქერქი არ გაუფერულდება. პერიოდულად მოურიეთ.
Image result for Грейпфрут

გრეიპფრუტი დაგეხმარებათ არა მარტო გახდომაში, არამედ დაუბრუნებს კანს სიჯანსაღეს, მოგიხსნით დაღლილობას და აგიმაღლებთ განწყობას. წამოადუღეთ არომატული ციტრუსის ჩაი და გემრიელად მიირთვით.

Image result for Грейпфрут

წყარო