საყვარელი ფერი ადამიანის ხასიათზე ბევრ რამეს მოგითხრობთ. გაიგე უფრო მეტი შენსა და შენი საყვარელი ადამიანის შესახებ.

წითელი
- გამოირჩევი სხვებისგან თავდაჯერებულობითა და სიჯიუტით. ცდილობ, მიიყვანო ნებისმიერი წამოწყება ბოლომდე. ამასთანავე, ვნებიანი და გართობაში მარტივად ამყოლი პერსონა ხარ და ერთ კონკრეტულზე კონცენტრირება საკმაოდ გიჭირს. გიყვარს მრავალფეროვნება და მოწყენილი ხარ, როცა შენს ცხოვრებაში სიწყნარეა და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

შავი
- წინააღმდეგობის ფერი. შავის მოყვარულები ყოველთვის მზად არიან ბრძოლისთვის: არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შეჯიბრება, სამსახური თუ სიყვარული. მათთვის რთულია საკუთარი მიზნების მიღწევა, იმიტომ, რომ არაობიექტურები არიან და თვლიან, რომ მათი მსოფლმხედველობა სწორია. მათ უყვართ სტაბილურობა. ამასთანავე, მზად არიან თავგადასავლებისთვის. უყვართ გულწრფელობა და ვერ იტანენ პირობების წაყენებას.

თეთრი
- თავდაჯერებულები და არაკონფლიქტურები, თუმცა ყოველთვის მზად არიან საკუთარი იდეალისთვის საბრძოლველად. ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი საკუთარი თავის მიმართ და გარშემომყოფებისგანაც იმავეს ითხოვენ. სწრაფად იბუტებიან და სულაც არ ფიქრობენ, რა დონეზე მიუძღვით თავად წვლილი არსებულ სიტუაციაში.

ნაცრისფერი
- ითვლება, რომ ეს ფერი მოსწონთ მოწყენილ და უინტერესო ადამიანებს, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში, ნაცრისფერის მოყვარულები უნდობლობით გამოირჩევიან და ხშირად აკრიტიკებენ სხვებს, თუმცა მზად არიან ყველაფერში ექსპერიმენტებისთვის. მათი სტიქიაა სიმშვიდე და თავდაჯერებულობა ხვალინდელ დღეს.

ბაცი ყავისფერი
- უკონფლიქტო და კეთილი ადამიანების ფერია. ამ ფერს უპირატესობას ინტელიგენტი ადამიანები ანიჭებენ, რომლებიც პირველ ადგილზე გონებას აყენებენ და შესწევთ ანალიზის უნარი. მათთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე. იდეალური პარტნიორი არის ის, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ.

ყვითელი
- სიხარულის ფერი. ყვითელს ირჩევენ გულწრფელი, შემოქმედი და ექსპერიმენტებისთვის მზად მყოფი ადამიანები და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რომ რაიმე დასრულდება. მთავარია გამოცდილება და მინიჭებული ბედნიერება, რომელიც მიიღეს, ეს მათთვის შეუფასებელია. თუკი განიცდიან რაიმეს, ამას საკუთარ თავში იგროვებენ და არასდროს უყვებიან სხვას, სინამდვილეში რატომ არიან ცუდად.

ცისფერი
- ცისფრის მოყვარულები თავდაჭერილი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებულებად გამოსვლა. არაკონფლიქტურები, თუმცა ზოგჯერ საკუთარ თავში ნაკლებად თავდაჯერებულნი. მათ ხშირად სჭირდებათ დასვენება, ხოლო სამსახურში სწრაფად იღლებიან.

ნარინჯისფერი
- ვნებიანი მეოცნებენი და იდეალისტები. მათი მთავარი ოცნებაა მშვიდობა მთელ მსოფლიოში. თუმცა ნარინჯისფრის მოყვარულებს აქვთ მედლის მეორე მხარე: მათი ნდობა დაუშვებელია. როგორი იდეალისტებიც უნდა იყვნენ, არასდროს რცხვენიათ ტყუილების თქმის და ზურგს უკან ჭორაობის.

ვარდისფერი
- ვარდისფერს არა ის გოგონები ირჩევენ, რომლებიც ვერ გამოვიდნენ თოჯინების ასაკიდან, არამედ ისინი, ვინც საკუთარ თავში არიან თავდაჯერებულნი, მომავალში სიფრთხილით იყურებიან, იციან, რომ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება დაეყრდნონ. აფასებენ ადამიანებში „მიწაზე სიარულს“, გულწრფელობას, ვერ იტანენ იაფფასიან და უაზრო სიტუაციებს.

მწვანე
- ბუნების და სიცოცხლის ფერი. ადამიანები, რომლებიც ამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, თავდაჯერებულები არიან და მუდამ ეძებენ საკუთარი უნარების გაუმჯობესების გზებს. ვერ იტანენ, როცა უთითებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ვინაიდან მათი შეხედულებით, ყველაფრის მცოდნეები არიან. ვერ იტანენ გადაადგილებას სხვა სახლში (იმიტომ, რომ მათთვის სულერთია, სად იცხოვრებენ) და იქცევიან ისე, რომ არავისზე იყვნენ დამოკიდებულნი.

იასამნისფერი
- იასამნისფერს ირჩევენ ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ საკუთარი ძალების, ეძებენ გარშემომყოფებში საყრდენს და მხარდაჭერას, მუდმივად დაფრინავენ ღრუბლებში და ოცნებობენ უკეთეს ცხოვრებაზე, იშვიათად აკეთებენ რაიმე ღირებულს და მუდამ ელოდებიან სხვებისგან მხარდაჭერას.

წყარო