მოდელი ნინი ნებიერიძე და ბიზნესმენი თემურ უგულავა რამდენიმე წელია რაც ერთად არიან. მათ ორი შვილი ჰყავთ: ტოკიო და თემუკა.

ნინი განსხვავებული სტილით გამოირჩევა, რაც ბევრმა იცის. მისი "ინსტაგრამიც" არაორდინალური ფოტოებითაა სავსე.

მოდელს ბევრი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის სტილს იწონებენ და აფასებენ იმას, რომ განსხვავებული გემოვნება აქვს. მათ შორის არის დიზაინერი ანუკი არეშიძეც. ანუკი და ნინი დიდი ხანია მეგობრობენ.


ნინის სტილში სიახლე ის არის, რომ ამჯერად მისი ჩაცმულობა ფაქტობივად ცალკე ხელოვნებაა. თუ დააკვირდებით ვან გოგის ფერებს და ბევრ მხატვრულ დეტალსაც შენიშნავთ.

ცოტა ხნის წინ ნინიმ თავისი ულამაზესი პატარების ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელიც დილის რუტინას ასახავს.
გთავაზობთ ფოტოებს:



