„ეს ბრძოლაა საკუთარ თავთან“ - გულწრფელი ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაიკლოთ 37 კილოგრამი - Marao

„ეს ბრძოლაა საკუთარ თავთან“ - გულწრფელი ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაიკლოთ 37 კილოგრამი

2020-01-16 09:55:14+04:00


თუ მოსინჯეთ სხვადასხვა დიეტა: სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ და არაფერი გამოდის,

ეს შეიძლება მიანიშნებდეს არა იმ დიეტების ნაკლებეფექტურობაზე, არამედ იმაზე, რომ შესაძლოა საკმარისი ნებისყოფა არ აღმოგაჩნდათ.

შესაძლოა, მოტივაცია, რომელიც ახლა გაქვთ, საკმარისად ძლიერი არაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალ მოტივაციას ვერ იპოვით.

ამბობენ, რომ წონაში დაკლება 30 წლამდე შედარებით მარტივია, ვიდრე შემდეგ, მაგრამ როდესაც სამი შვილი გყავს, მუშაობ და თავს მთელი რიგი ოჯახური პრობლემები იჩენს - შედეგის მიღწევა გაცილებით რთულია.

  • 35 კილო დავიკელი და ცხოვრება რადიკალურად შევცვალე, მაგრამ ეს ერთ დღეში არ მომხდარა. თინეიჯერობის ასაკში საკმაოდ რთული ხასიათი მქონდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ცოლად მოძალადეს გავყევი. როცა მას დავშორდი, ჩემში ყველაფერი ნეგატიური ისევ დარჩა, მაგრამ შემხვდა ადამიანი, რომელთან ერთადაც ახლა ვარ.
იმის მიუხედავად, რომ ბედნიერება ვიგრძენი, სრულყოფილებამდე მაინც რაღაც აკლდა.

მე ყოველთვის მიჭირდა კვების რეჟიმის გაკონტროლება და თავსაც არასდროს ვზღუდავდი ჭამასთან დაკავშირებით.

ბევრი ფული დავხარჯე წონაში დასაკლებ სხვადასხვა პროგრამაზე, ვსვამდი ათასგვარ სმუზს, მაგრამ არანაირი შედეგი არ მქონდა.

შემდეგ დაიწყო კოშმარი. გაირკვა, რომ ჩემს შვილს დაუნის სინდრომი აღმოაჩნდა და ის დაბადებამდე გარდაიცვალა.

მწუხარებას ისევ საკვების მიღება დაერთო. კვლავ დავფეხმძიმდი, მოვიმატე წონაში და ყველაფერს ვჭამდი, რაც მომინდებოდა.

ამას მოჰყვა მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ჩემმა წონამ უკვე 100 კილოგრამს გადააჭარბა, რამაც უკვე საგრძნობლად გამაღიზიანა.

მივხვდი, რომ ჩემი მეუღლე და შვილები ჩემგან ზერელე დამოკიდებულებას არ იმსახურებდნენ.

ყველაფერი 2018 წლის მარტის თვეში შეიცვალა. დავპირდი საკუთარ თავს, რომ უკან არ დავიხევდი და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდოდი სასურველი შედეგისკენ.

ყველა ცუდი ჩვევა უკეთესობისკენ შევცვალე და სწორედ ამან მომიტანა წარმატება.

მე ამაში კეტოდიეტა დამეხმარა. შეიძლება ითქვას, რომ მას დიეტად კი არა, ცხოვრების წესად ვთვლი.

მეტი ცხიმი, ცოტა ნახშირწყალი და საკმარისი ცილები - ეს ჩემი წარმატების ფორმულაა.

თანდათან დავაკვირდი ჩემს თავს და შევისწავლე ჩვევები, რის შედეგადაც გავიგე, როდის მღლის ჭამა და როდის მინდება, რაც კონტროლში მეხმარება.

ჩემი ახლანდელი რაციონი:

  • საუზმე: ყავა
  • სადილი: ხორცი სალათით
  • მოგვიანებით მივირთმევ კენკრას, ყველს, კვერცხს
  • ვახშმად: ხორცი და ბოსტნეული.

ჩემი ვარჯიშები:

ცხადია, ისეთი სხეული მივიღოთ, როგორიც ჩვენ გვსურს, ვარჯიშის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

სავარჯიშო დარბაზში კვირაში 3-4-ჯერ დავდივარ. კუნთების ვარჯიშებს ვაკეთებ, პარალელურად სწორად ვსუნთქავ.

ბავშვებთან ერთად დიდ დროს ვატარებ და მუდმივად ენერგიულად ვარ.

წონაში დაკლებაში მხოლოდ დიეტა არ დამხმარებია, მე დამეხმარა ბრძოლა საკუთარ თავთან.

მომიწია ის, რომ გამემარჯვა საკუთარ გონებაზე და საჭმელზე მეფიქრა არა როგორც კომფორტის საშუალებაზე, არამედ უბრალო საწვავზე, რაც ურთულესი იყო.

ბედნიერებაა არა ის, თუ რას ხედავთ სარკეში, არამედ ის, რაც თქვენგან მოდის.

უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი, თუ ცვლილებები გსურთ.

წონაში დასაკლებად მხოლოდ ნაკლები კილოგრამების ქონის სურვილი საკმარისი არ არის. უფრო დაგეხმარებათ ის, თუ სხვა ძლიერი სურვილი და მიზანიც ახლავს ამ ყოველივეს.