შემოქმედებითი ადამიანი ხშირად არ ჯერდება მხოლოდ სხვის რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიკლოს წონაში.
ისინი ქმნიან საკუთარ ვარიანტებს.
ჩემი სახელია ნატალი, ამჟამად კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ და ამ კუთხით ვარ ბლოგერი.
ვარ ორი შვილის დედა და შევქმენი საკუთარი დიეტა, რომლის წყალობითაც 27 კილოგრამით ნაკლები ვარ.
ჩემი ამბავი
რაც თავი მახსოვს მაღალი ვიყავი (ამჟამად 177სმ ვარ). ამის მიუხედავად თხელი აღნაგობა მაინც არასდროს არ მქონდა.
გავიხსენოთ თუნდაც სკოლის პერიოდი, მაშინ გამხდარი გოგოები იყვნენ მოდაში, შემდეგ კი ვითარება შედარებით შეიცვალა.
იმ პერიოდში მივიჩნევდი, რომ უზარმაზარი ვიყავი, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო.
ფაქტია, რომ მივირთმევდი ყველაფერს რაც მსურდა და თითქმის არ ვფიქრობდი საკუთარი ფიგურის გაუმჯობესებაზე.
ხშირად ვუკვეთავდი საჭმელებს, რომლებიც სახლში მოჰქონდათ და მუდმივად მივირთმევდი ტკბილეულს.
დროთა განმავლობაში განმივითარდა სწრაფად დაღლის შეგრძნება. მინდოდა სულ მეძინა და მეძინა, რაც მეორდებოდა.
ერთხელაც მე სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი ვეღარ ვიცანი. მივხვდი, რომ არ მინდოდა შვილებისთვის ცუდ მაგალითად ვქცეულიყავი.
როგორ შეიცვალა ყველაფერი
ადრე მე ვიცავდი დიეტას, სახელად: „Whole30“. მშველიდა, თუმცა იდეალური შედეგი არ მქონდა.
მივხვდი, რომ კეტოდიეტა ჩემთან უფრო ახლოს იყო და შევეცადე ეს ორი დიეტა ერთმანეთთან დამეკავშირებინა.
მე ახალი კვების რეჟიმი შევიმუშავე და „ჯანსაღი კეტო“ დავარქვი. ეს ჩემზე დადებითად აისახა.
მივირთმევ ყველაფერს, რაც ჯდება „Whole30“ დიეტის მოცემულობაში და ამავე დროს შეიცავს რაც შეიძლება მეტ ნახშირწყლებს.
სწრაფი ტემპით დაიწყო მდგომარეობის გაუმჯობესება და შემდგომ უკვე ინტერვალები დავაწესე დილითაც.
ახლა ვცდილობ საღამოს 8 საათიდან არანაირ საკვებს არ გავეკარო.
როგორია ჩემი რეჟიმი ახლა:
საკვების მიღებას ვიწყებ ზუსტად 12 საათზე.
ეს შეიძლება იყოს: კვერცხი, ისპანახი, ბეკონი- ავოკადოსთან ერთად.
დღის მეორე ნახევარში ვსვამ ყავას ან ქოქოსის რძეს. ასევე მივირთმევ კაკალს და კაკაოსაც.
დღის განმავლობაში შეიძლება მივირთვა სხვადასხვა სახის ხილი.
შემდგომ მივირთმევ ისევ კაკალს და ყველს.
ვახშამი: ქათამი სოუსით ან ბოსტნეულით.
ჩემი ვარჯიშები:
დილაობით დავრბივარ, რასაც ადრე არასდროს ვაკეთებდი.
ტელეფონში სპეციალური პროგრამა მაქვს, რომელიც წუთობრივად განსაზღვრავს, თუ რა მანძილი რამდენ ხანში დავფარე.
ორი თვის თავზე შევძელი, რომ მქონოდა ის შედეგი რაც მსურს: ანუ გამერბინა 5 კილომეტრი. მართალია ამას სწრაფად ვერ ვაკეთებ, მაგრამ მთავარია რომ ეს ჩემ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და ფორმაშიც ჩავდექი.