უმარტივესი ფენოვანი ცომის რეცეპტი მკითხველისგან - Marao

უმარტივესი ფენოვანი ცომის რეცეპტი მკითხველისგან

2020-01-20 11:57:36+04:00


ინგრედიენტები:

  • კვერცხი 1 ცალი
  • წყალი 1 ჭიქა
  • 3 ს/კ ზეთი
  • 3 ს/კ ძმარი
  • 250 გ მარგარინი
  • 5 ჭ/ფქვილი

მომზადების წესი:

  1. წყალში გათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ზეთი, ძმარი, ცოტა მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ 10 წუთი და წაუსვით დარბილებული მარგარინი.
  2. გადაკეცეთ ოთხად. შედეთ მაცივარში 45 წუთით.
  3. გამოიღეთ, გააბრტყელეთ თხლად, დაკეცეთ და ისევ შედეთ მაცივარში.
  4. გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდეგ გამოიღეთ, გააჩერეთ კიდევ 1 საათი, ჩადეთ სასურველი შიგთავსი და გამოაცხვეთ 180°-ზე.