საინტერესოა, შენ რომელ პუნქტს ეთანხმები, ან გაგიგია თუ არა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფრაზა საყვარელი მამაკაცისგან? ამ ფრაზების რეიტინგი ერთ-ერთმა პოპულარულმა პორტალმა შეადგინა.
- "ჯერ კიდევ სკოლაში მიყვარდი".
- "ისეთი ლამაზი ხარ კოსმეტიკის გარეშე".
- "რა მაგარი მკერდი გაქვს... არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემია".
- "დაიძინე, ძვირფასო, მე გავრეცხავ ჭურჭელს/მივალაგებ/ნაგავს გადავყრი/გავასეირნებ/ჩავიბარებ გაკვეთილებს და სხვა".
- "ასე კარგად არავისთან ვყოფილვარ საწოლში".
- "ორი წითელი ხაზი?! რა მაგარია, მამა გავხდები!"
-
- "ჰო, ბალიზე მივდივართ! ჰო, მთელი თვით!"
- "მე მეყოფა, მაგრამ შენ თუ გინდა, კიდევ დალიე".
- "ისეთი გამხდარი ხარ - ძლივს გიცანი!"
- "რას ფიქრობ ამის შესახებ?"
- "საყვარელო, ძალიან მაგრად მართავ მანქანას, ბევრ მამაკაცზე უკეთ".
- "მინდა, რომ ჩემი სახლის გასაღები გქონდეს".
- "როგორ, წყლები უკვე დაღვარე? ესე იგი, ჩვენი შვილი მალე დაიბადება! "
- "რატომ უნდა აარჩიო? ხუთივე ვიყიდოთ".
- "პირველი ქალი ხარ, რომლითაც დედაჩემი აღფრთოვანებულია!"
- "ნუთუ ესეც იცი?!"
- "მე შენ მიყვარხარ! მინდა, ჩემი ცოლი გახდე!"
- "ნურაფერზე ინერვიულებ, ყველაფერს მე გადავწყვეტ".
- "მაპატიეთ, მაგრამ თაიგულის გამომგზავნმა საიდუმლოდ დატოვა თავისი ვინაობა".
- "თუ არ გინდა, ნუ იმუშავებ. მე ყველანაირად უზრუნველგყოფ".
- "მინდა ვიცოდე, საით მიდის ჩვენი ურთიერთობა".
- "შორენა ბეგაშვილი? გამჭვირვალე კაბაში? ჩემს მარჯვნივ? არა, არ შემიმჩნევია".
- "რა თქმა უნდა, შენ ხარ მართალი".
- "ჩემო გოგონა, ძალიან ვამაყობ შენით!"
- "არ გიფიქრიათ მსახიობობაზე? თქვენ ისეთი გამორჩეული გარეგნობა გაქვთ".
- "კი, მე სავსებით დარწმუნებული ვარ!"
- "რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს, თუ შენ მოგწონს?!"
- "საუკეთესო დედა ხარ მსოფლიოში!"
- "როგორ უნდა გეჩხუბო რაღაც ნაკაწრისთვის ბამპერზე?"
- "მეგობრები მოიცდიან".
- "წარმოგიდგენია, ისევ დამაწინაურეს!"
- "მოდი, მივაფურთხოთ ყველაფერს და ახლავე წავიდეთ".
- "შინამოსამსახურე ხომ არ აგვეყვანა?.."