რა ჩავიცვა? - სეზონის ულტრამოდური რჩევები პერნილ ტეისბეკისგან - Marao

რა ჩავიცვა? - სეზონის ულტრამოდური რჩევები პერნილ ტეისბეკისგან

2020-01-20 13:25:45+04:00


მინიმალიზმის სკანდინავიელი დედოფალი პერნილი თავის შოპინგსიას უზიარებს გამომწერებს. სტილისტი, მოდური კონსულტანტი, ინფლუენსერი და ახალგაზრდა დედა პერნილ ტეისბეკი სეზონურ შენაძენებს ძალიან დიდი სერიოზულობით ეკიდება. მისი სიიდან ყველა შენაძენი "მუშაობს" ერთმანეთში და შეესაბამება მის საქმიან იმიჯსა და ცხოვრების სტილს.

Image result for pernille teisbaek

როდის ასწრებს პერნილი მოგზაურობას, ბავშვების აღზრდასა და კაფსულის კოლექციის შექმნას საყვარელ ბრენდებთან ერთად, წარმოდგენაც არ გვაქვს. ერთი რამ არის ნათელი: მოდური და ფუნქციონალური გარდერობი გოგონას ყოველ ჯერზე წარმატების მოტანაში ეხმარება. რით უნდა დაიპყროს ამჯერად ამ სეზონზე მოდის მიმდევრების გულები პერნილმა?

ჩაინიშნეთ!

Image result for pernille teisbaek

"ვარსკვლავური" მასიური ქურთუკი

  • „წყალგაუმტარი და თბილი, ეს ბაცი ჩალისფერი მასიური ქურთუკი მისი ვარსკვლავური ბრწყინვალების და მოცულობითი სილუეტის გამო მომწონს."
Image result for pernille teisbaek

მართკუთხედი სათვალეები

  • "მზისგან დამცავი სათვალეები საჭიროა მთელი წლის განმავლობაში. ამ გეომეტრიულ ფორმას და ელეგანტურ ლოგოტიპს დრო ვერაფერს დააკლებს."
Image result for pernille teisbaek

ნაცრისფერი შარვლის კოსტიუმი

  • "ბაცი ყავისფერი ზაფხულში, ხოლო ნაცრისფერი - ზამთარში. ასეთი კოსტიუმი საკვანძო იქნება თქვენს გარდერობში. მოვირგებ ერთდროულადაც და ცალ-ცალკეც."
Image result for pernille teisbaek

ფაქტურული ჩექმები

  • "სექსუალური და ულტრამოდური - ასეთი ჩექმების ტარება მთელი დღის განმავლობაში კომფორტს უდრის. მადლობა მცირე ზომის ქუსლებს."
Image result for pernille teisbaek

ტევადი ჩანთა

  • "ასეთ ჩანთაში შემიძლია ბავშვის ნივთების და კომპიუტერის ჩატევაც. ერთადერთი უარყოფითი ამ ჩანთის სუფთა, თეთრი ფერია, რომლის პირვანდელი სახის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, თუმცა სწორედ ეს ფერი აქცევს მას მოდურად."
Image result for pernille teisbaek

ტყავის პერანგი

  • "მომწონს მატერიების ერთმანეთში შერევა. იდეალური ვარიანტია - ტყავის პერანგი, შალის კოსტიუმი, ვინტაჟური ჯინსები და ქუსლიანი ფეხსაცმელები."
Image result for pernille teisbaek

ქაშმირის ბრა

  • "იდეალური მიდგომა სიცივეებთან. მისი მორგება შეიძლება მსგავს კარდიგანებთან."
Image result for pernille teisbaek

ეკოტყავის შორტები

  • "Frankie Shop - ჩემი ფავორიტი ბრენდთაგანია. იქ ყოველთვის შემიძლია აღმოვაჩინო ძალიან კარგი ნივთები კარგ ფასად."
Image result for pernille teisbaek

ბრილიანტის საყურეები

  • „ელეგანტური და მუდამ აქტუალური იუველირული ნამუშევარი ყოველთვის აქტუალური იქნება. ასეთი საყურე ყველა ქალის სურვილების სიაში არის მუდამ."
Image result for pernille teisbaek

ნაცრისფერი ზედა

  • "მე მომწონს ერთი ფერის კომპლექტი. ქაშმირის ზედები უხდება როგორც კლასიკურ, ასევე თავისუფალ შარვლებს."

Image result for pernille teisbaek