ოღონდ მანდ არა! სხეულის 6 ნაწილი, სადაც დაუშვებელია ტატუირება - Marao

ოღონდ მანდ არა! სხეულის 6 ნაწილი, სადაც დაუშვებელია ტატუირება

2020-01-21 15:41:13+04:00


ტატუირებები, როგორც წესი, ხანგრძლივი პერიოდით კეთდება. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, თუ რომელ ადგილას გინდათ დაიტანოთ. თუმცა სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირად კომფორტული არ არის ტატუირებისთვის. თუკი შეგეშალა ადგილი, მაშინ დროთა განმავლობაში წაიშლება. სპეციალისტები არ უწევენ რეკომენდაციას ტატუირებისას ისეთ ადგილებს, სადაც ტანსაცმელი ხშირად ეხება ნახატს ან მზის სხივები ხვდება. გიზიარებთ მიზეზებს აკრძალული ადგილების, რომლებზეც ტატუების ოსტატმა შესაძლოა არ გითხრათ არაფერი, ხოლო თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

Image result for Ладони татуировк

ხელისგულები

  • ხელისგულებზე კანი საკმაოდ უხეშია იმისათვის, რომ მასზე ნახატი დიდხანს გაჩერდეს. იგივე სიტუაციაა თითის ბალიშებზე, დროთა განმავლობაში ის მუქ ლურჯ ლაქად გადაიქცევა.

Image result for Ладони татуировк

ხელის მტევნები

  • პირველ რიგში, სამუშაოდ საკმაოდ რთული ნაწილია, მეორე მხრივ კი, მკვეთრი ფერები არ იქნება ისეთივე მკვეთრი, როგორიც ჩანაფიქრში გაქვთ. ანალოგიურად - შავი ფერის შემთხვევაშიც.

Image result for Кисти рук татуировк

ფეხის ქუსლები

  • ტატუ მალე გადავა წინდებთან, კოლჰოტთან და ფეხსაცმელთან ხშირი კომუნიკაციის შედეგად. თუკი თანახმა ხარ მთელი ცხოვრება ფეხშიშველმა იარო, მაშინ თამამად გაიკეთე.

Related image

იდაყვი

  • იდაყვზე ტატუ ძალიან სწრაფად გადავა, ვინაიდან ხელი მუდმივად ან გაშლილ, ან მოკეცილ მდგომარეობაშია, რის შედეგადაც ნახატი იწელება და გადადის.

Image result for Локти татуировк

იღლიები

  • კანი ამ ნაწილში ყოველთვის იჭიმება და სწორდება. ნახატისთვის ყველაზე საშინელი ადგილია იღლიები.

Image result for Подмышки татуировк

მხრები

  • თუკი მხარზე გადასაკიდი ზურგჩანთები მოგწონს, ხშირი კონტაქტის შედეგად ამ ნაწილებზე ტატუირება მალე გადავა.

Image result for Плечи татуировк

როგორ შევინარჩუნოთ ტატუირება?

  1. დაატენიანე კანი: რაც უფრო ხშირად მოუვლი, უფრო დიდხანს შეინარჩუნებ მკვეთრ ფერებს. გამოიყენე უსუნო წყლის შემცველობის საშუალებები. ლანოლინი და ვაზელინი არ გამოგადგება. ისინი საკმაოდ უხეშია და კანის ფორებს ჩაახშობს.
  2. დაიცავი ნახატი მზისგან: მინიმუმ 2-3 თვე გაკეთებიდან მაინც დაგჭირდება შესახორცებლად. გამოიყენე ყველაზე ძლიერი დამცავი საცხები და შეეცადე, მოარიდო ეს ნაწილი მზის სხივებს.
  3. არ ატარო გამოყვანილი ტანსაცმელი: სქინი ჯინსები და სპორტული ტოპები დროთა განმავლობაში ნახატს უფერულს გახდის და გაცრეცს.
Image result for Плечи татуировк

წყარო