როგორც ცნობილია, ერთნაირი ტემპერამენტის მქონე პარტნიორები იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო მშობიარობის მერე სხვაობა უფრო შესამჩნევია და ხშირად სერიოზულიც. რატომ ხდება ასე და როგორ გამოვასწოროთ ეს?
მშობიარობა და ჰორმონალური ფონი ძლიერად მოქმედებს ლიბიდოზე, ისევე, როგორც სხვა თანმდევი პირობები: უძილო ღამეები, სტრესი, საკუთარი თავისა და ბავშვის მოვლა. სპეციალისტები გირჩევენ, არ აჰყვეთ პანიკას. დიდი ალბათობით, სექსის სურვილი არსად გამქრალა, უბრალოდ საჭიროა დრო.
შენი სხეული
შენ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ სულ არ გაქვს სექსის განწყობა, მაგრამ არსებობს ფიზიოლოგიური მიზეზები, თუ რატომ დაეცა ლიბიდო. მასზე მოქმედებს ძუძუთი კვება. ამ დროს იზრდება პროლაქტინის დონე ორგანიზმში, ხოლო ესტროგენები პირიქით, მცირდება.
მშობიარობის მერე სჯობს მოიცადოთ რამდენიმე თვე, ვიდრე აქტიური სექსი გექნებათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ საკეისრო გაიკეთეთ. ინტიმური ცხოვრება მშობიარობის მერე სჯობს დაიწყოთ ნელა, ფრთხილად, სასურველია ხანგრძლივი პრელუდიით.
შენი ტვინი
რაღაც პერიოდი შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ბავშვის მამასთან ურთიერთობა ძლიერ გაცდენს მთავარი საქმისგან, ანუ ბავშვის მოვლისგან. ეს ასე არ არის. გახსოვდეთ, რომ ბავშვს სჭირდება მოსიყვარულე და ბედნიერი მშობლები, რომლებსაც უყვართ არა მარტო შვილი, არამედ ერთმანეთიც.
მეორე პრობლემა — სექსის არქონის სურვილი. იმიტომ, რომ ის გეჩვენებათ ამ მომენტში რაღაც არასაჭირო რამედ. ყოველ შემთხვევაში, თავიდან. უძილობა, მუდმივი ღელვა ბავშვზე ხშირად მოქმედებს ორივე მშობლის ლობიდოზე.
ამ დროს ქალების უმრავლესობას არ მოსწონს საკუთარი სხეული, განსაკუთრებით, მშობიარობის მერე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მამაკაცები არასდროს აქცევენ ყურადღებას ამას.
კიდევ ერთი სირთულე — დაახლოებით ყოველ მეათე ქალს მშობიარობის მერე ეწყება დეპრესია, თუმცა სპეციალისტთან ხშირად ყველა არ მიდის. თუ თავს გრძნობ დეპრესიულად და არაფერი გიხარია, ჯობს ექიმს მიმართო.
თათა შენგელია
წყარო