ადამიანები, რომლებიც თავიანთ კვების რეჟიმს აკონტროლებენ, იციან, რომ ტკბილეულის საუკეთესო ალტერნატივა ნატურალური თაფლია. ამასთანავე, თაფლს, გემოვნური თვისებების გარდა, სამკურნალო საშუალებადაც მიიჩნევენ. ამიტომ მისი მირთმევა არა მარტო სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც.

არსებობს თაფლის მრავალი სახეობა. ამიტომ თქვენთვის სასურველი თაფლის პოვნა მარტივად შესაძლებელია. რას უხდება სინამდვილეში ეს პროდუქტი? ეს გემრიელი ტკბილეული კოვზით მირთმევისთვის ტკბილეულის ყველაზე დიდი მოყვარულებისთვისაც კი ნამეტანია. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, რასთან ერთად მივირთვათ ყველასათვის საყვარელი თაფლი.

გამომცხვარი ფუნთუშები
- გამომცხვარი ფუნთუშა და თაფლი, ფაქტობრივად, ერთმანეთისთვის არის შექმნილი და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ცომი შეარჩიეთ დესერტისთვის. თაფლის დანამატი უხდება ყველა სახეობის ფუნთუშეულს. ბლინები კი თაფლით იდეალური ნოყიერი დესერტია.

ყველი
- კლასიკური სინთეზი ნებისმიერი სადღესასწაულო მაგიდისთვის - თაფლი და ყველის დაფა. სიტკბოს ანეიტრალებს მარილიანი გემო ყველის სხვადასხვა სახეობით. ამიტომ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთთან ჰარმონიაშია მუდამ. ყველის ტარტები კი, თუკი გაიხსენებთ, რესტორნებში ყველაზე ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მისი დამზადება სახლშიც მარტივად არის შესაძლებელი.

კიტრი
- ნაკლებად მარილიანი კიტრი და თაფლი - იდეალური სინთეზი გასტრონომიული ექსტრემალებისთვის. გარწმუნებთ, შესაძლოა სულაც არ ჟღერდეს კარგად, თუმცა სინამდვილეში უგემრიელესია. იგივე პრინციპი მოქმედებს, როგორც ყველთან. ამბობენ, რომ ეს კომბინაცია ორსულმა ქალმა მოიფიქრა. მარტივი მისახვედრია, რატომაც, ვინაიდან მათ ყველაფრის ჭამა ერთდროულად უნდათ.

ძახველა
- ძახველა თაფლით - ნომერ პირველი საშუალებაა სურდოს წინააღმდეგ. მჟავე კენკრა და ტკბილი თაფლი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. მაქსიმალური შენახვის ვადა 7 დღეა. თუკი ექსპერიმენტები გიყვართ, დაუმატეთ სხვა მჟავე კენკროვნებს და ხილს.

ნიგოზი
- კლასიკური სინთეზი სწორედ თაფლი და ნიგოზია. დღიური ნორმა 100-150 გრამია. დაუმატეთ 50 გრამი ნიგოზი დღიურად და იდეალური დაბალანსირებული კვება უკვე მზად არის.

გაგვიზიარეთ, რასთან ერთად გიყვართ თაფლის მირთმევა?
წყარო