შეცვალეთ მძიმე კერძები მსუბუქი და დაბალკალორიული რეცეპტებით. ის არა მარტო გახდომას უწყობს ხელს, არამედ ორგანიზმის ჯანსაღად შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
დიეტური წვნიანი ქათმით
ინგრედიენტები:
- ქათმის მკერდი
- ქათმის ბულიონი
- ხახვი
- ერთი თავი ბროკოლი
- სტაფილო
- 100 გრამი ბარდა
- ზეითუნის ზეთი
- ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
- კოჭა
- ნიორი
- დაფქული ჯანჯაფილი
- მარილი
- წიწაკა
როგორ მოვამზადოთ:
- ზეითუნის ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, კოჭა და ნიორი. შემდეგ ტაფაზე დააწყვეთ მთელი ქათმის მკერდი. დაასხით ბულიონი, შეკმაზეთ ბოსტნეულითა და სანელებლებით, დაუმატეთ სტაფილო, ვაშლის ძმარი, წითელი წიწაკა, ჯანჯაფილი და მარილი. მოსამზადებლად გამოიყენეთ ტკბილი ბულგარული წიწაკა.
- წვნიანის წამოდუღების შემდეგ განაგრძეთ დუღილი დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ ქათმის ხორცი არ იქნება მზად. შემდგომ ამოიღეთ ქათმის მკერდი, მოათავსეთ დაფაზე და დაკეპეთ.
- დაუმატეთ წვნიანს ბროკოლი, ბარდა და ნიახური. განაგრძეთ მოდუღება დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ არ იქნება მზად ბოსტნეული. ქათმის ნაჭრები ჩაყარეთ ქვაბში.
- ბროკოლის მომზადების შემდეგ მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ წიწაკა.
დიეტური წვნიანი ყველით
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი ზეთი
- 0.5 ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 4 ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტო
- 3 ჭიქა ქათმის ბულიონი
- 2 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი
- 50 გრამი ნაღების ყველი
- 50 მლ ნაღები
- 1 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
როგორ მოვამზადოთ:
- ქვაბში გაადნეთ ნაღების კარაქი, ჩაყარეთ ხახვი და ნიორი. მოურიეთ 30 წამის განმავლობაში.
- დაუმატეთ ბროკოლი, დაასხით ბულიონი და მოაყარეთ წიწაკა. შემდეგ წამოადუღეთ მანამ, სანამ ბროკოლი არ დარბილდება.
- განაგრძეთ წვნიანის წამოდუღება დაბალ ცეცხლზე. მზა ბროკოლისგან ფაფა მოამზადეთ და ისევ უკან დააბრუნეთ წვნიანში.
- დაუმატეთ ნაღების ყველი, მოურიეთ იმისათვის, რომ გალღვეს.
- როცა წამოდუღდება, მოუმატეთ ცეცხლს და ნელ-ნელა ჩაასხით ნაღები.
- შემდგომ ჩაყარეთ ყველი ჩედერი და მოურიეთ, სანამ არ გალღვება.
გემრიელად მიირთვით!
წყარო