ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელობებით, ხშირად არასასიამოვნოთი. უსიამოვნებები ზოგჯერ ერთმანეთს გადაებმება ზედიზედ, სტრესს მეტი სტრესი ემატება, დროთა განმავლობაში გროვდება და თუკი დროულად არ მიხედეთ, სერიოზულ პრობლემებამდე მიხვალთ.
არსებობს ბევრი საშუალება სტრესთან საბრძოლველად. ჩვენ შევარჩიეთ 7 ყველაზე მარტივი ხერხი, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ როგორც სამსახურში, აგრეთვე სახლში. ეფექტურობა გამოცდილია დაკვირვებების შედეგად, კომპლექსურად შესრულებისას კი უკეთეს შედეგს მიიღებთ.
სუნთქვა
- სწორი სუნთქვა - მედიტაციის ძირითადი ნაწილია. თუმცა არ მოგიწოდებთ, ისწავლოთ რთული პროცესი კოსმოსთან კავშირის დასამყარებლად და საკუთარი თავის შესაცნობად. საკმარისია, ღრმად ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ. სწორი სუნთქვა დაგეხმარებათ წნევის დარეგულირებასა და სტრესის დონის დაწევაში.
სიცილი
- იცინეთ რაც შეიძლება ხშირად. უყურეთ სასაცილო ვიდეოებსა და ფილმებს, მოუსმინეთ ანეკდოტებს და მიაქციეთ ყურადღება სასაცილო ცხოვრებისეულ შემთხვევებს. არ შეიკავოთ სიცილი, ის ხომ სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ამბობენ, რომ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
საქმეების სია
- ხშირად არ გვყოფნის დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ეს გვაიძულებს ვინერვიულოთ და განვიცადოთ არსებული ფაქტები. შექმენით საქმეების სია და გადაანაწილეთ კატეგორიების მიხედვით. ეს მოგცემთ საშუალებას ზედმეტების მოცილებასა და კონკრეტულ რაღაცებზე ყურადღების გამახვილებაში.
ალკოჰოლზე უარის თქმა
- ხშირად, მეგობრები როცა ხედავენ, რომ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებით, გთავაზობენ დალევას. ეს, სავარაუდოდ, გეხმარებათ მოდუნებაში, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლი სტრესის დონეს პირიქით, მაღლა სწევს და პრობლემის გადაჭრას სულაც არ უწყობს ხელს.
შოკოლადი
- შოკოლადის მოქმედება ნერვულ სისტემაზე სულაც არ არის მითი. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ტკბილეულის მირთმევა სტრესის დონეს დაბლა სწევს. თუმცა ქალებზე ბევრად ეფექტურად მოქმედებს. მთავარია, იცოდეთ ზღვარი.
სპორტით დაკავება
- არ ღირს ეგრევე დარბაზში გაქცევა და სიმძიმეებით ვარჯიში. დაიწყეთ სუფთა ჰაერზე სეირნობებით. ნებისმიერი ქმედება ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაში დაგეხმარებათ, ხოლო სპორტული აქტივობა სტრესს მთლიანად მოგიხსნით.
წიგნების კითხვა
- 6 წუთსაც კი თუ დაუთმობთ თქვენთვის საყვარელ წიგნს, სტრესის დონე 68%-ით შემცირდება. ასეთი შედეგები მიიღეს სასექსის უნივერსიტეტში. საქმე იმაშია, რომ სიუჟეტზე კონცენტრირება პრობლემებს მეორეხარისხოვანს ხდის და გეხმარებათ განტვირთვაში.
ყველა ეს ქმედება უშედეგო იქნება, თუკი მათი შესრულებისას პრობლემებზე განაგრძობთ ფიქრს. შეეცადეთ, დამშვიდდეთ. ზოგჯერ გადაწყვეტილებები მოულოდნელად მოდის და დაიმახსოვრეთ, რომ ნერვული უჯრედები არ ექვემდებარება აღდგენას.