როგორ და რასთან ვატაროთ შარვალი: რამდენიმე მოდური რჩევა ყოველდღიურობისთვის - Marao

როგორ და რასთან ვატაროთ შარვალი: რამდენიმე მოდური რჩევა ყოველდღიურობისთვის

2020-01-28 16:50:18+04:00


შარვალი - ყოველდღიურობისთვის ყველაზე კომფორტული ნივთია, რომელიც ერთხელ ქალბატონებმა მამაკაცების გარდერობიდან მოიპარეს. გიზიარებთ, რასთან ატაროთ ესა თუ ის მოდელი, იმისათვის, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ.

Beige Look From Zara #beigeoutfit #beigelook #zara #zarabeige #beigetrends #fashionactivation

გოგონების უმეტესობას ძალიან უყვარს შარვლის ტარება: მათი მორგებისას კომფორტი და სითბო გარანტირებულია. პირველ რიგში, შარვალი ნებისმიერ ზედას, პერანგს, ჯემპრსა და ფეხსაცმელს უხდება. მეორე მხრივ, უმეტეს შემთხვევაში ფეხებს უკეთ გამოკვეთს, მშვენივრად ფარავს იმ დეტალებს, რისი გამოჩენაც არ გვსურს. ხოლო იმისათვის, რომ შარვალში გამოიყურებოდეთ მოდურად და ქალურად, აუცილებელია ფორმის და ზომის სწორად შერჩევა.

30 flirty outfits that are perfect for Valentine's Day - #day #flirty #outfits #perfect #valentine #Valentine39s

როგორ ვატაროთ შარვლები სწორად

40 best autumn winter fashion trends for 2019 page 14 | homedable.com

„ქალური შარვლის“ გაგება ნელ-ნელა ქრება: ჯინსი-ბოიფრენდები უკვე დიდი ხანია გოგონების თაროებზე საპატიო ადგილს იკავებს. მოდაც აგენდერული გახდა: ატარე ის, რაც მოგესურვება.

bag,handbag,celine bag,pumps,black skinny jeans,black ripped jeans,burberry,scarf,plaid,black coat,white sweater,turtleneck sweater,black beanie,sunglasses

ზამთარში აუცილებელია ატაროთ ისეთი შარვლები, რომლებიც ესთეტიკურობის გარდა, სითბოსაც შეგინარჩუნებთ. შეძენამდე კი გაეცანით აუცილებლად გასათვალისწინებელ კრიტერიუმებს:

  • შარვალი უნდა შეეხამებოდეს ფეხსაცმელს, რომელსაც ატარებ.
  • შარვალი, რომელიც ზამთარში უნდა ატარო, უნდა ფარავდეს წვივებს და წელზე კომფორტულად უნდა იყოს მომჯდარი.
  • მოკლე შარვალი ისეთი სტილის უნდა იყოს, რომლის შიგნიდანაც ჩაიცვამ კოლჰოტს ცივ ამინდში.
  • შეძენისას ყურადღება გაამახვილე ნაჭერსა და ელვის სიმყარეზე.
  • სწორად შერჩეული შარვალი არ უნდა გიჭერდეს, დისკომფორტის შეგრძნებას არ უნდა გიქმნიდეს სიარულისას.

  • მიმდინარე ზამთარში აქტუალურია ფართო შარვლები ელვაზე ეკოტყავისგან. ასეთი სტილი უჩვეულოდ კომფორტულია. გამოიყურება მოდურად, საქმიან დრეს-კოდშიც იდეალურად ჯდება, ხოლო მისი ტარება პერანგებთან და კოსტიუმებთანაც შეგიძლია. უხდება მასიურ ფეხსაცმელს, კედებს მაღალ ძირზე და ბოტილიონებს.
#winter #fashion Everything in this outfitreminiscent of retro fashion How dress modern looks

  • მეორე ვარიანტი - კლასიკური შარვალი მაღალი წელით ელვაზე ან ღილებზე. მომგებიანი მოდელი ყოველდღიურობისთვის. როგორ ვატაროთ კლასიკური შარვალი იმისათვის, რომ არ გამოვიყურებოდეთ დაწყებითების მასწავლებელივით? ერთ-ერთი ყველაზე მოდური აუტფიტი - კლასიკური შავი შარვალია, თეთრი სადა ზედა კარგი ხარისხით და მონოქრომული კოსტიუმი მოცულობითი მხრებით. ფეხზე უხდება ქუსლიანი ფეხსაცმელები, კედები და მასიურ ძირზე ბოტილიონები.

eople who can make me laugh are my favourite and whilst we're on the subject of happiness let me tell you a little story... My daughter

  • კიდევ ერთი პოპულარული მოდელი - დამოკლებული შარვალია. ეს შეიძლება იყოს სქინი და კიულოტები, თუმცა შიგნიდან მჭიდრო კოლჰოტის ჩაცმა აუცილებელია. ასევე გოლფები და მაღალყელიანი წინდებიც მისაღებია. მოკლე შარვალი უხდება სქელ ძირზე ფეხსაცმელს, ხოლო დაბალ ძირზე ფეხსაცმლისგან თავის შეკავებას გირჩევთ, იმისათვის, რომ არ გაიყინოთ.

These Milan Fashion Week Street Style Moments Will Have You Saying,

როგორ ვატაროთ პერანგი შარვლებთან, იმისათვის, რომ არ გამოვიყურებოდეთ ერთფეროვნად?

50+ Street Style Looks to Copy Now - FROM LUXE WITH LOVE

თამამად უთხარი „კი“ გამოცდილ სინთეზს პერანგისა და შარვლის სახით. ეს ყველაზე საბაზისო ვარიანტია იმ შემთხვევისთვის, თუკი ვერ მოიფიქრე, რა ჩაიცვა.

Parisian street style: 250 chic outfit ideas to take from the style set.

  1. შარვალი, პერანგი და აბრეშუმის შარფი. ეს აქსესუარი ქამრის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო და გამოვა მოდური ლუქი.
  2. ორიგინალური პერანგი არშიებით ან დეკორირებული მასიური დეტალებით არ ჩაიტნიო შარვალში.
  3. მკვეთრი ფერის პერანგი პრინტით ნეიტრალურ შარვალთან ჩაიცვი, იმისათვის, რომ სწორად გადაანაწილო ყურადღება.

45730824_187915862083379_3445360963707877138_n

როგორ არ უნდა ატარო შარვალი

10+ schöne Oberteile in Rot - cakerecipespins.club #cakerecipespins #cakerecipespinsclub #oberteile #Rot #schone

  1. შარვალი და კანის ფერი კოლჰოტი - ძალიან უგემოვნოდ გამოიყურება. ჩაანაცვლე შავი მასიური ან მაღალყელიანი კოლჰოტით.
  2. შარვლის ჩექმაში დამალვა საკამათო შეხამებაა. მოდური ინფლუენსერები რეკომენდაციას უწევენ ფართო შარვლებს, თუმცა, თუ არ მოგწონს და ვერ იხდენ, უმჯობესია, ტანზე გამოყვანილი იყიდო და ჩექმაში დამალო.
  3. ტალახიან ამინდში თავი შეიკავე ღია შარვლების ჩაცმისგან: ვინაიდან დიდია ალბათობა, რომ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე მისასვლელად გზად არსებულ მთელ ტალახს ზედ აღმოაჩენ.
40 Spring Clothes To Rock This Year #outfits  #clothes  #style  #fashion

წყარო