მაიამიში წლის ყველაზე სანახაობრივი შოუ, Super Bowl 2020 გაიმართა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სანახაობაა, რომელზე გამოსვლაც განსაკუთრებით პრესტიჟულად ითვლება.
Super Bowl-ი პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალია, რომელიც ყოველ წელს მაიამი გარდენსის Hard Rock Stadium-ზე იმართება. ყველაზე სანახაობრივი ღონისძიების მთავარი ნაწილია მატჩებს შორის შოუ, რომელზეც ყოველ წელს სხვადასხვა შემსრულებელბი შთამბეჭდავ სანახაობას მართავს. წელს შოუს მთავარი გმირები ჯენიფერ ლოპესი, შაკირა და ჯენიფერის 11 წლის შვილი იყვნენ.
შემსრულებლებმა მაყურებელს დაუვიწყარი, ცეცხლოვანი შოუ შესთავაზეს. დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ჯენიფერ ლოპესმა "ინსტაგრამის“ პირად გვერდზე შაკირასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
"აღფრთოვანებული ვარ, რომ სცენა შენთან ერთად უნდა გავიზიარო. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა შეუძლია ორ პატარა ლათინოამერიკელ გოგოს“, - წერდა ჯენიფერი.

და მართლაც, როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, პოპ-შემსრულებლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მსოფლიოს, რომ დაუვიწყარი შოუს დადგმა მათ ყველაზე უკეთ შეუძლიათ. მომღერლებმა თავიანთი ყველაზე პოპულარული სიმღერები შეასრულეს. განსაკუთრებული გამოხმაურება კი მოჰყვა ჯენიფერის ცეკვას სტრიპტიზის ელემენტებით. გაგრძელება