მიუხედავად იმისა, თუ როდის აღნიშნავ სიყვარულის დღეს, ყურადღება მიაქციე შერჩევის პროცესს, ჩვენ კი თავი მოვუყარეთ ყველაზე რომანტიკულ ნივთებსა და აქსესუარებს გულებით.

თეთრეული
- რა თქმა უნდა, სიას ვიწყებთ თეთრეულით. თუკი დიდი ხანია ოცნებობ ლამაზ, არშიებიან კომპლექტზე სხვადასხვა პრინტით, ახლა სწორედ მისი შეძენის დრო დადგა! მაღაზიები ვალენტინობისთვის გულისგამოსახულებიანი ბიუსტჰალტერებით არის სავსე. შეგიძლიათ უბრალოდ სადა ან ზედმეტად გულახდილ თეთრეულს მიანიჭოთ უპირატესობა. არჩევანი თქვენზეა!


აქსესუარები
- ყველაზე ჩვეულებრივი მეთოდი, დაიმატო გულები ლუქში - შესაფერისი ფორმის საყურეების მოძებნაა, თუმცა სამაჯურიც და ძეწკვიც გამოდგება. სხვათა შორის, ურიგო არ იქნება გულის ფორმის სათვალეებიც.


ტანსაცმელი
- აქ დიზაინერებმა თავისუფლება მოგვანიჭეს: კაბები, ბოდეები, როლინგები, ქვედაბოლოები. მთავარი წესი არის ის, რომ პრინტებში არ გადაამლაშოთ. პაემანზე აირჩიე კაბა, ხოლო დაქალებთან ერთად ბრანჩზე როლინგს მიანიჭეთ უპირატესობა, პატარა გულებით გაწყობილს, რა თქმა უნდა. გახსოვდეთ, რომ ეს უნდა იყოს მთავარი თქვენს ლუქში, ამიტომ სხვა ყველაფერი ერთ ტონში შეარჩიეთ.


სახლის ტანსაცმელი
- გინდა დღესასწაულს სახლის ტანსაცმელში გამოწყობილს შეხვდე? მაშინ ამ შემთხვევაშიც გვაქვს შენთვის შესაფერისი ვარიანტი. სახლშიც ლამაზად უნდა გამოიყურებოდე, საღამურები, სახლის კაბები და საყვარელი წინდები კი ნამდვილად მოხვდა ჩვენს არჩევანში.


ფეხსაცმელი
- ყველაზე თავდაჭერილებს შეუძლიათ უბრალოდ ფეხსაცმლის მეშვეობით „აღნიშნონ“. თუმცა მზად იყავი იმისათვის, რომ მიულები გულებით და კედები შენს რომანტიკულ განწყობას მომენტალურად გასცემს.


წყარო