ახლოვდება შეყვარებულების დღესასწაული, ცნობილი, როგორც წმინდა ვალენტინის დღე. ეს შესანიშნავი მიზეზია ისეთი პაემნის მოსაწყობად, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ!
უდიდესი გრძნობა მეორე ნახევრის მიმართ ნამდვილად იმსახურებს შესაბამის გარემოში აღნიშვნას და იმისათვის, რომ ამ დღემ ზღაპრულად ჩაიაროს, აუცილებლად უნდა აქციოთ რეალობად თქვენი ჩანაფიქრები.

თუ თქვენი გრძნობები ერთმანეთის მიმართ მყარია, შეგიძლიათ თამამად სთხოვოთ ხელი მეორე ნახევარს. ვალენტინობის დღესასწაულის ასეთ ვარიანტს ნამდვილად ვერასოდეს დაივიწყებთ.
ხოლო, თუ აპირებთ, თქვენს გრძნობებში გამოუტყდეთ მას და ეს ჯერაც არ გაგიკეთებიათ, 14 თებერვალი ამისთვის იდეალური დღეა.

კაფე „პიატო“ 14 თებერვალს სტუმრებს სპეციალურ წყვილების მენიუს სთავაზობს. პიცა 2 ჭიქა ღვინოსთან ერთად, მხოლოდ 21.95 ლარად იქნება ხელმისაწვდომი, ყავა და ერთი ნაჭერი ნამცხვარი კი - 10 ლარად.
საღამო ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჩაივლის:
- ჭავჭავაძის 7-ში, თიკო ღაჭავა, 20:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე;
- კანდელაკის 7-ში, პიანისტი ლუკა ტაბატაძე, 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე;
- ბათუმი, მ.აბაშიძის 52, მარიამ ტორონჯაძე, 20:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.

სტუმრები საჩუქრად ცოცხალი ქოთნის ყვავილებს მიიღებენ.
რომანტიკული იდეები
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქაღალდის წერილების მიღებას სხვანაირი ემოციები ახლავს. საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია, მიიღო ახალი ფოსტა და მოუთმენლად გახსნა კონვერტი. თუ თქვენს მეორე ნახევარს წერილს მისწერთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის მას დიდი ხნის მანძილზე შეინახავს.

თუ ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებული არ გაქვთ, შეგიძლიათ ერთმანეთს თქვენი საყვარელი ადგილები აჩვენოთ ან ქალაქგარეთ გაემგზავროთ, ისეირნოთ რომელიმე პატარა ქალაქის ქუჩებში, შეხვიდეთ მყუდრო კაფეში და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
თუ საერთო მეგობრები გყავთ, შეგიძლიათ ეს დღე მათთან ერთად აღნიშნოთ, დალიოთ, მოიფიქროთ სახალისო თამაშები.
