საუკეთესო გადაწყვეტილება ვალენტინობის დღის აღსანიშნავად - სადღესასწაულო სექსია. თავი მოვუყარეთ სხვადასხვა ურთიერთობის ვარიანტების შესაბამის პოზებს, რომლებიც გაამრავალფეროვნებს თქვენს სადღესასწაულო სექსს.
რომანტიკოსებისთვის - „ინ-იანი“
- ჩამოჯდეს თქვენი პარტნიორი საწოლის ნაპირზე, თქვენ - მუხლებზე შემოაჯექით, ერთი ფეხი უფრო მაღლა ასწიეთ და მჭიდროდ მიეკარით. დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი და დაიწყეთ ტაქტში მოძრაობა. არავითარი საუბარი, მხოლოდ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები.

გემოვნებისთვის - შოკოლადის მინეტი
- დიახ-დიახ, ეს სასაცილოდ ან უხერხულად კი ჟღერს, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს. უმჯობესია შოკოლადის სიროფი გამოიყენოთ. პენისის თავზე წაუსვით და დაიწყეთ გალოკვა. შეგიძლიათ დაუმატოთ ათქვეფილი ნაღები. საბნის პირზე ნუ ინერვიულებთ, სარეცხის მანქანა მარტივად მოაგვარებს პრობლემას.

სიუხეშის მოყვარულისთვის - „დატყვევებული ვენერა“
- პარტნიორმა ხელები შეგიკრათ, შემდეგ კი ბრძანებები გასცეს, როგორ დაწვეთ, როგორ მოათავსოთ ფეხები. მოკლედ, ყველაფერი უნდა შეასრულოთ, რასაც გეტყვით. მოუხმეთ ფანტაზიას მრავალფეროვნებისთვის.

ურთიერთობა მანძილზე - „ხმაურიანი ორგაზმი“
- სექსი ტელეფონზე ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია, თუკი მივლინებით მოუწია თქვენს პარტნიორს წასვლა, ან უბრალოდ ვერ მოახერხეთ ვალენტინობის ღამის ერთად გატარება.

ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის - „სურვილების აბაზანა“
- დაანთეთ სანთლები, აავსეთ აბაზანა ქაფით, ჩაწექით ორივე. მსუბუქი მასაჟით ასიამოვნეთ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, აკოცეთ და ჩასჩურჩულეთ სასიამოვნო სიტყვები. არ დაგავიწყდეთ ხელით მოფერება. შემდგომ შეცვალეთ როლები, ამოდით აბაზანიდან და გადაინაცვლეთ თბილი საბნის ქვეშ, საწოლში. ეს საღამო თქვენია, როგორც სხვა დანარჩენი მანამდე და მომავალი საღამოები დღესასწაულის შემდეგაც.

წყარო