17-18 თებერვალი - მთვარე მშვილდოსანშია (12:38-მდე). ოპტიმისტური და ხალისიანი ხართ. წაისვით კანზე ცხიმიანი კრემები. გაუფრთხილდით ღვიძლს. ზომიერება გმართებთ ცხიმიან და შემწვარ საკვებთან და მედიკამენტებთან.
18 თებერვალი - (12:38-დან) მთვარე თხის რქის ზოდიაქოშია. მოიმატებს შრომისუნარიანობა, გამძლეობა. კარგი დღეა სამკურნალო შიმშილობისთვის, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად.
კარგია - მანიკიური, პედიკიური. კარგ შედეგს მოგიტანთ აბაზანა, სტოუნთერაპია.
ცუდია - კბილების მკურნალობა, მუხლებთან რაიმე ჩარევა.
21-22 თებერვალი - მთვარე მერწყულშია. სიახლეები და თავისუფლებისკენ სწრაფვა მოგინდებათ. აგრეთვე, გარშემო მყოფების რაიმეთი გაოცება.
კარგია - ექსტრავაგანტური ვარცხნილობა და ჩაცმულობა, პილინგი და ეპილაცია.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატურული კოსმეტოლოგიის გამოყენება.
23 თებერვალი - მთვარე თევზებშია (8:38-დან). მოიმატებს განმარტოებისა და დასვენების სურვილი. გამოიყენეთ დღე მედიტაციის, სულიერი პრაქტიკებისთვის. იმატებს ალერგიისადმი მიდრეკილება.
კარგია - მსუბუქი კოსმეტიკური მასაჟი, აუზსა და აკვაპარკში ვიზიტი.
ცუდია - ნებისმიერი პროცედურა ტერფებზე.
17 თებერვლიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. შეაჩერეთ ახალი იდეების განხორციელება, ახალი საქმეების დაწყება, კარდინალური ცვლილებები. სხვა პერიოდისთვის გადადეთ კბილების გეგმიური მკურნალობა. მერკურის რეტროგრადული პერიოდი მერწყულისა და თევზების ზოდიაქოების პერიოდზე გადის. უმჯობესია, გაერკვეთ საკუთარ შინაგან სამყაროში და ცხოვრებისეულ წესებში. ამ კვირაში მთვარე კლებადია. ამიტომ, არ დაიტვირთოთ თავი საქმეებით. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ და გათვისუფლდეთ ყველაფერ იმისგან (ნივთები, ადამაინები, საქმეები), რაც გამძიმებთ, დრომოჭმული და უსარგებლოა.
კვირის რჩევა: გამოასწორეთ შეცდომები და აირიდეთ უსიამოვნებები.
კვირის საუკეთესო დღე: 18.
კვირის რჩევა: რატომ ფიქრობთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ? დატკბით ყოველი მომენტით.
კვირის საუკეთესო დღე: 17.
კვირის რჩევა: შანსი მოგეცემათ, პროფესიონალური ნიჭი გამოავლინოთ. ახლა ჩრდილში დგომის დრო არაა.
კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20.
კვირის რჩევა: ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მომავალი კვირისთვის გადადეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20.
კვირის რჩევა: გამარჯვების მოსაპოვებლად ზოგჯერ ბრჭყალებიც უნდა გამოაჩინოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 19, 22.
კვირის რჩევა: ოქროს შუალედს უნდა მიაგნოთ სამსახურშიც და გარშემო მყოფებთან ურთიერთობაშიც.
კვირის საუკეთესო დღეები: 17, 23.
კვირის რჩევა: სასიამოვნო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20.
კვირის რჩევა: მეტად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მოსაპოვებლად და ეს მხოლოდ პირად გრძნობებს არ ეხება.
კვირის საუკეთესო დღე: 19.
კვირის რჩევა: სასიამოვნო ადამიანების გვერდით მეტი დრო გაატარეთ. ეს სულიერი ჰარმონიის მიღწევაში დაგეხმარებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 18.
კვირის რჩევა: ნუ გადადებთ გულახდილ საუბარს მომავლისთვის, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება.
კვირის საუკეთესო დღე: 23
კვირის რჩევა: გამოიყენეთ ყველა შანსი, რათა სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც 100 პროცენტით გამარჯვებული დარჩეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 19.
კვირის რჩევა: რაც უფრო მეტად იქნებით მიზანმიმართული, მით მეტად მოიპოვებთ წარმატებას.
კვირის საუკეთესო დღე: 21.