ცნობილი ქალების მახვილგონივრული და სასაცილი გამონათქვამები მამაკაცებზე - Marao

ცნობილი ქალების მახვილგონივრული და სასაცილი გამონათქვამები მამაკაცებზე

2020-02-18 11:04:37+04:00


”მამაკაცი ბუნებით ზარმაცია. ყველა ქალს რომ ჰქონდეს პროფესია, მამაკაცი იჯდებოდა სახლში, დალევდა ლუდს და უყურებდა ტელევიზორს” - გრეის კელი.

”მამაკაცები საოცრად არალოგიკურები არიან: ისინი ამბობენ, რომ ყველა ქალი ერთნაირია და მუდმივად ერთს მეორით ცვლიან” - სიდონი კოლეტი.

"ქალებმა შეიძლება ორგაზმის იმიტაცია მოახდინონ. სამაგიეროდ, მამაკაცები ურთიერთობის იმიტაციას ახდენენ ” - შერონ სტოუნი.

"თუ ქალი ხასიათს ავლენს, მასზე ამბობენ - ”მავნე დედაკაცია”; თუ კაცი ხასიათს ავლენს, მასზე ამბობენ - "მაგარი ბიჭია" - მარგარეტ ტეტჩერი.

"გამუდმებით ველოდები იმ კაცთან შეხვედრას, რომელსაც ჩემზე მეტი ტვინი ექნება" - სელმა ჰაიეკი.

"მამაკაცის "სახლი" გარედან შეიძლება ჩანდეს, როგორც ციხესიმაგრე, თუმცა შიგნით უმეტესად არის ბაგა" - კრატა ბუტ ლუისი.

"გემოვნება თანდათანობით ყალიბდება. დაახლოებით ოცი წლის წინ მოხდა ისე, რომ გავყევი ცოლად ისეთ კაცს, რომელსაც დღეს სადილზეც კი არ მივიწვევ" - ელიზაბეტ ტეილორი.

”ღმერთმა ქალი შექმნა ლამაზი, რომ მამაკაცს შეუყვარდეს და სულელი, რომ თავად კაცი შეუყვარდეს” - ფაინა რანევსკაია.

გაგრძელება