სველი კექსი (რეცეპტი) - Marao

სველი კექსი (რეცეპტი)

2020-07-13 12:22:22+04:00


ინგრედიენტები

  1. კვერცხი - 4 ცალი
  2. შაქარი - 425 გრამი
  3. ხორბლის ფქვილი - 320 გრამი
  4. საფუარი - 1 ჩაის კოვზი
  5. კაკაოს ფხვნილი - 1.5 სუფრის კოვზი
  6. წყალი - 180 მლ
  7. რძე - 900 მლ
  8. ნაღების კარაქი - 65 გ
  9. ვანილის ექსტრაქტი - 1.5 ჩაის კოვზი
  10. ნაღები - 90 მლ
  11. რძიანი შოკოლადი - 160 გ
Image result for Мокрый кекс

მომზადების წესი

  • ფქვილისთვის ათქვიფეთ კვერცხი და 90 გრამი შაქარი. მოურიეთ თეთრი ფერის და 3-ჯერ მეტი მასის მიღებამდე. გაცერით 170 გრამი ფქვილი, საფუარი და კაკაო. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. კრემის მისაღებად 180 გრამი შაქარი და 150 გრამი ფქვილი დაუმატეთ. შემდეგ დაასხით რძე ცოტ-ცოტა და თანდათან მოურიეთ.
  • დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და კრემი ერთგვარი მასის მიღებამდე მოხარშეთ. შიგადაშიგ მოურიეთ. როცა გადმოიღებთ ცეცხლიდან, 45 გრამი ნაღების კარაქი და ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ. შეფუთეთ საჭმლის პარკით.
  • საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. დაასხით ცომი და გაასწორეთ ზედაპირი.

Image result for Мокрый кекс

  • ბისკვიტი გამოაცხვეთ 20 წუთით 180 გრადუსზე. შაქრის სიროფისთვის მოურიეთ წყალში 155 გრამი შაქარი. მიიყვანეთ დუღილამდე საშუალო ცეცხლზე. არ დაგავიწყდეთ მორევა. ახლად გამომცხვარი ბისკვიტი ჩანგლით შეამოწმეთ და მოასხით სიროფი. არ დაელოდოთ გაგრილებას.
  • შემდეგ მოასხით ბისკვიტს კრემი და გაასწორეთ ზედაპირი. დააფარეთ დესერტს საჭმლის პარკი და აცადეთ გაგრილება ოთახის ტემპერატურამდე. შემდგომ კი შედგით მაცივარში 1 საათით.
  • როცა კექსის გამოტანის დრო დადგება, მოამზადეთ მინანქარი. დაასხით ნაღები ჯამში და შეათბეთ საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ შოკოლადი და დარჩენილი ნაღების კარაქი. დროდადრო მოურიეთ მინანქარს, სანამ მთელი შოკოლადი არ დადნება. დააცადეთ გაგრილება და შემდეგ მოასხით ბისკვიტს.
  • გაასწორეთ ზედაპირი და შეგიძლიათ კიდევ ერთი საათით შედგათ მაცივარში.

Image result for Мокрый кекс

თუკი არ გაქვთ დრო, ერთი საათი დაელოდოთ, შეგიძლიათ მომზადებისთანავე მიართვათ სტუმრებს. ეს თურქული დესერტი იჭრება პატარა ნამცხვრებად.

Image result for Мокрый кекс

გემრიელად მიირთვით!

Image result for Мокрый кекс

წყარო