სამკუთხედები ყველით - გემრიელი საუზმის რეცეპტი (+ ფოტო) - Marao

სამკუთხედები ყველით - გემრიელი საუზმის რეცეპტი (+ ფოტო)

2020-02-19 11:11:31+04:00


ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 2 ცალი
  • ყველი ფეტა - 50 გ
  • ჩედერი - 50 გ
  • რძე - 240 მლ
  • ხორბლის ფქვილი - 500-530 გ
  • ოხრახუში - რამდენიმე ძირი
  • მზესუმზირის ზეთი - 220 მლ
  • პაპრიკა - 1 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი - 0,5 ს/კ
  • მარილი/პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

  1. ღრმა ჯამში შეურიეთ კვერცხი, ფეტა, გახეხილი ჩედერი, რძე, დაჭრილი ოხრახუში, გამაფხვიერებელი და სანელებლები. კარგად აურიეთ.
  2. დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. არ უნდა ეკრობოდეს ხელებზე.
  3. ცომი 2 ნაწილად გაყავით. თითოეულს მიეცით მრგვალი ფორმა, 2 სმ სისქის.
  4. დაჭერით 8 თანაბარ ნაჭრად.
  5. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით სამკუთხედები ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!