17 თებერვალს მაია ასათიანი საქართველოდან გაემგზავრა. სამი წლის წინ, თებერვლის თვეში ტელეწამყვანის 18 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა და ყოველ წელიწადს, ეს პერიოდი ასათიანისთვის განსაკუთრებით მძიმეა.
ამჯერად, ტელეწამყვანმა მარტო მოგზაურობა გადაწყვიტა და კუნძულ ბალიზე გაემგზავრა: "16 საათი უნდა ვიფრინო, ჩემი შვილის წლისთავია" - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა ვიდეო "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მაია ასათიანმა.
როგორც ის ამბობს, ამ მოგზაურობით ოცნება აისრულა და მისი საყვარელი წიგნის - ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერის "ჭამე, ილოცე, შეიყვარეს" მთავარი გმირის გზის გავლას აპირებს...

წიგნის სიუჟეტი, რომლის კინოვერსიაშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს, ასეთია: მთავარი გმირი - ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ძალიან აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კი, კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს. გაგრძელება