ავადმყოფობის სარკე: 8 პრობლემა, რომელსაც თვალების მდგომარეობით ამოიცნობთ - Marao

ავადმყოფობის სარკე: 8 პრობლემა, რომელსაც თვალების მდგომარეობით ამოიცნობთ

2020-02-24 12:54:39+04:00


თვალები - არა მარტო სულის სარკეა, არამედ ჯანმრთელობისაც. მათ შეუძლიათ “მოგიყვეთ” დიაბეტის ან თუნდაც მაღალი ქოლესტერინის შესახებ. როგორ გავიგოთ, სინამდვილეში რა გვჭირს?

Image result for Зеркало болезней: 9 проблем, о которых можно узнать по состоянию гла

A ვიტამინის უკმარისობა

  • თუკი ძალიან გიშრებათ თვალები, ესე იგი, ორგანიზმი ცოტა რაოდენობით ცრემლს გამოყოფს. ეს კი A ვიტამინის დეფიციტის ნიშანია. სრულიად საკმარისია რამდენიმე თვალის წვეთი და სტაფილოს სალათა.
Image result for Недостаток витамина А

საცრემლე არხი დაკეტილია

  • თუკი თვალები გიცრემლიანდება ხშირად, თუმცა ცრემლები არ მოგდის, დიდია იმის ალბათობა, რომ საცრემლე არხი არ ფუნქციონირებს. როგორც წესი, ეს ჩვილებში ხშირია, თუმცა ზრდასრულებსაც ახასიათებთ. მიზეზი - თავის ტვინზე ოპერაცია, სიმსივნე, ინფექციაა. მოკლედ რომ ვთქვათ, უმჯობესია, ექიმთან ვიზიტი ჩანიშნოთ.
Image result for Закрыт слезный канал

ინფექცია

  • ზოგიერთი ინფექცია თვალის გარსის სიწითლეს იწვევს და უშუალოდ თვალის გუგაზე თეთრი წერტილების გაჩენას. ეს განსაკუთრებით ხშირია ლინზების მომხმარებლებში, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს.
Image result for Инфекция

სტრესი

  • გამოიხატება იმაში, რომ თვალი “თამაშს” იწყებს. თუკი სხვა სიმპტომები არ აგეღნიშნებათ, პირდაპირ ექიმთან გაქცევა არ არის საჭირო. შეეცადეთ, ცოტა დაისვენოთ.
Image result for Стресс

დიაბეტი და არამარტო

  • ეს შესაძლოა გახდეს მხედველობის გაუარესების მიზეზი, კატარაქტის ან მხედველობითი ნერვის პრობლემის მიზეზიც და კიდევ დიაბეტის სიმპტომიც კი. ამიტომ უმჯობესია, მიაკითხოთ ექიმს.
Image result for Диабет и не только

მაღალი ქოლესტერინი

  • ამაზე მიგანიშნებთ თეთრი წრე თვალის გუგის გარშემო. ამიტომ უმჯობესია გაესინჯოთ ოფთალმოლოგს.
Image result for Высокий холестерин

ყვითელა

  • სისხლში ბილირუბინის ნაკლებობის გამო თვალის გუგის გარსი ყვითლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ღვიძლი ვერ ართმევს თავს სწორად ფუნქციონირებას. უშუალოდ ყვითელა ზრდასრულებში იშვიათია, თუმცა, შესაძლოა, გახდეს ჰეპატიტის ან ღვიძლის უკმარისობის ნიშანი.

Image result for Желтуха

ძილის უკმარისობა

  • თუკი თვალები გიწითლდება, თითქოს ქვიშა შეგეყარა, სავარაუდოდ, უბრალოდ ცოტა ხანს გძინავს.
Image result for Недостаток сна

წყარო